Jump to content

Recommended Posts

Posted

image.gif

კანადის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ევროკავშირის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკებმა Bank for International Settlements (BIS) -თან  შექმნეს ჯგუფი, რომლის მიზანია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შესწავლა (Central Bank Digital Currency - CBDC). 

ინანსური დაწესებულებები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას თავიანთ იურისდიქციებში CBDC-ის გამოყენების შესაძლო ვარიანტების შესახებ. 

გუნდის წევრები შეაფასებენ ცენტრალური ბანკის ეკონომიკურ, ფუნქციონალურ და ტექნიკურ დიზაინს, მის საზღვრებსგარე თავსებადობას, აგრეთვე ერთმანეთში გაცვლიან მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების შესახებ არსებულ ცოდნას. 

გუნდი მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს შესაბამის ინსტიტუტებსა და ფორუმებს. კერძოდ, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსა და საგადახდო-საბაზრო ინფრასტრუქტურების კომიტეტს (CPMI)“ -  აღნიშნულია პრეს-რელიზში. 

კვლევით ჯგუფს თავმჯდომარეობას გაუწევენ BIS-ის ინოვაციური ჰაბის ხელმძღვანელი ბენუა კიური და ინგლისის ბანკის მმართველის მოადგილე ჯონ კენლიფი. ეს უკანასკნელი ამჟამად CPMI-ს G-10 ჯგუფს ხელმძღვანელობს. 

ამ დრომდე ინგლისის ბანკი იაპონიის ბანკის მსგავსად  უარყოფდა CBDC-ის გამოშვებასთან დაკავშირებულ გეგმებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.