Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-ის პილოტირებული მისიები მოახლოვდა: ილონ მასკის კომპანიამ სულ ახლახანს დაასრულა ადამიანების ორბიტაზე გაყვანის პროგრამის მნიშვნელოვანი ეტაპი. კომპანიამ წარმატებით განახორციელა რაკეტა Falcon 9-სგან Crew Dragon-ის ავარიული დაშორების გამოცდა. მიუხედავად არასაშტატო სიტუაციისა, პილოტირებული ხომალდი წარმატებით მოსცილდა რაკეტას და დაეშვა ატლანტის ოკეანეში. 

image.jpeg 

როგორც დაგეგმილი იყო, რაკეტა აფეთქდა კაფსულასთან განცალკევების შემდეგ მოკლე პერიოდში, რადგანაც მოულოდნელად შეიცვალა აეროდინამიკა და წნევა. გარკვეული დრო არის საჭირო იქამდე, სანამ SpaceX შეიტყობს სწორად დაეშვა თუ არა კაფსულა და „ცოცხლები“ გადარჩნენ თუ არა ორი ჰუმანოიდი-მანეკენი, რომლებიც კაფსულაში იმყოფებოდნენ. 

ეს გახლდათ ბოლო მნიშვნელოვანი გამოცდა მანამ, სანამ SpaceX შეძლებს აიყვანოს Crew Dragon-ის ბორტზე ადამიანები და წაიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. ამ მოვლენის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მიახლოებითი პერიოდია 2020 წლის პირველი ნახევარი. ფაქტია, კომპანიამ შვებით ამოისუნთქა, რაც შეიტყო, რომ ხომალდის ტესტირების წინა პერიოდის სირთულეები არ არის უფრო სისტემური პრობლემების ნაწილი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.