დათო Posted April 9, 2011 Posted April 9, 2011 პატარაობისას რისი "მანია" გქონდათ? ასე 10 წლის ასაკისთვის +/- მანია? ანუ ჩვევა ხო? მე მქონდა მეტლახზე არ უნდა დამებიჯებინა ხაზებისთვის და დღემდე გამომყვა ეგ. სხვა არ მახსოვს ისეთი. თუ გამახსენდა გეტყვით
NEIRON Posted April 9, 2011 Author Posted April 9, 2011 ვანადგურებდი ყველაფერს ჩემსავით ყოფილხარ მე უბანში რაც კი დიდი ჟანგიანი ბოლტები იყო,საწოლქვეშ,ლეიბს ქვემოთ მელაგა რკინიგზის დიდი ლურსმნები როა,რელსს რომ ამაგრებენ,ეგეც კი მედო ლეიბქვეშ მერე დედაჩემი რომ ნახავდა,საწოლი რიყესავით რომ იყო,გადმომილაგებდა,მერე ისევ და ასე იყო კარგა ხანი.
ბექა Posted April 9, 2011 Posted April 9, 2011 ჩემსავით ყოფილხარ მე უბანში რაც კი დიდი ჟანგიანი ბოლტები იყო,საწოლქვეშ,ლეიბს ქვემოთ მელაგა რკინიგზის დიდი ლურსმნები როა,რელსს რომ ამაგრებენ,ეგეც კი მედო ლეიბქვეშ მერე დედაჩემი რომ ნახავდა,საწოლი რიყესავით რომ იყო,გადმომელაგებდა,მერე ისევ და ასე იყო კარგა ხანი. ახლა მოვუკელი ისე კი საინტერესო ნივთებს ვინახავ, მექანიზმის ბოლომდე შესწავლა მიყვარს
eXtreme-Hunter Posted April 9, 2011 Posted April 9, 2011 პატარაობისას რისი "მანია" გქონდათ? ასე 10 წლის ასაკისთვის +/- ელექტრო საქონელი, ყველაფერი მიყვარდა, რაც დენში ერთდებოდა (დღემდე გამომყვა) და მანია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ვშლიდი ყველაფერს და შიგნეულობას ვნახულობდი, ალბათ 1985-86 წელი იქნებოდა, sony-ს ფირმა საქართველოში თითოოროლა იყო, მამაჩემს sony-ს მანქანის მაგნიტოფონი დავუშალე (დავუფუტკნე უფრო ითქმის) იმის გულისთვის, რომ პატარა მატორი ამომეღო და კატერი გამეკეთებინა, გამომსვლოდა მაინც, ვიტყოდი ღირდა დაშლადთქო.
ბექა Posted April 9, 2011 Posted April 9, 2011 ელექტრო საქონელი, ყველაფერი მიყვარდა, რაც დენში ერთდებოდა (დღემდე გამომყვა) და მანია კი იმაში გამოიხატებოდა, რომ ვშლიდი ყველაფერს და შიგნეულობას ვნახულობდი, ალბათ 1985-86 წელი იქნებოდა, sony-ს ფირმა საქართველოში თითოოროლა იყო, მამაჩემს sony-ს მანქანის მაგნიტოფონი დავუშალე (დავუფუტკნე უფრო ითქმის) იმის გულისთვის, რომ პატარა მატორი ამომეღო და კატერი გამეკეთებინა, გამომსვლოდა მაინც, ვიტყოდი ღირდა დაშლადთქო. ჰააჰ მე მაგნიტოფონი დავშალე იმიტომ რომ ჩემს ჭკუაში უკან ავაწყობდი მაგრამ ვერ აავაწყე ნელნელა "დავამუღამე" და ახლა ასე თუ ისე მეტნაკლებად არ მიჭირს ჩემით დაშლისლი აწყობა :)
NEIRON Posted April 9, 2011 Author Posted April 9, 2011 მეც მაგრად მომწონს ელექტროსაქონელი,ძალიან,მექანიზმები და მასეთნი ყველაზე მეტად ბავშვობის რომელი საქციელი დაგრჩათ გონებაში(ამ საკითხის ირვლივ,რაიმე პოზიტიური,რასაც ღიმილით იხსენებთ)?
eXtreme-Hunter Posted April 9, 2011 Posted April 9, 2011 მეც მაგრად მომწონს ელექტროსაქონელი,ძალიან,მექანიზმები და მასეთნი ყველაზე მეტად ბავშვობის რომელი საქციელი დაგრჩათ გონებაში(ამ საკითხის ირვლივ,რაიმე პოზიტიური,რასაც ღიმილით იხსენებთ)? როგორც უკვე ვთქვი, ყველაფრის დაშლა მიყვარდა და მეზობლის მანქანას ვხსნი "პავაროტნიკის" ნათურას (ვიპარავ) შუადღეა, მანქანა უყენია კარების წინ, რატომღაც აზრი მომივიდა, რომ ნათურას რაღაცაში გამოვიყენებდი, ავიღე "ოტვიორტკა" მივედი და დავიწყე მოხსნა, დაახლოებით 1 წუთში მოვხსენი და რაღაც ვიგრძენი, თუ რა იყო და გავიხედე და მთელი ოჯახი (მანქანის მეპატრონე) ქმარი, ცოლი და 2 შვილი, ღობეზე არიან გადმომდგარი და ძალიან წყნარი სახეებით მიყურებენ, ეს შუშა (რაც გარედან აქვს) და ნათურა ხელში მიჭირავს, ეგრევე შემოვტრიალდი და გავიქეცი, სახლში მომადგა, მე დავიმალე მამაჩემს ეუბნევა, ესე ესე იყოო და ნათურა არ მინდა შუშა მომცესო, ეეუფ, მამაჩემმა ლექცია ჩამიტარა (ცხოვრებაში თითი არ დაუკარებია), მერჩივნა ვეცემე.
NEIRON Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 რამდენად ემოციური ხართ(როცა სხვა გამოხატავს ემოციებს: ნეგატიურს ან პოზიტიურს,ან რაიმე შემთხვევისას) მაქსიმუმ თითოეულის ქულა 10 ცივად განსჯა ემოციურობა
დათო Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 რამდენად ემოციური ხართ(როცა სხვა გამოხატავს ემოციებს: ნეგატიურს ან პოზიტიურს,ან რაიმე შემთხვევისას) მაქსიმუმ თითოეულის ქულა 10 ცივად განსჯა ემოციურობა 5
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 შემიძლია ცივად განვსაჯო ყველაფერი, რაც სხვას ეხება. მაგრამ როდესაც საკითხი მე მეხება, უაღრესად (ვიტყოდი ზედმეტადაც კი) ემოციური ვარ.
NEIRON Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 მოთმინების უნარის მხრივ რას იტყოდით? რამდენად გამოირჩევით მოთმინების უნარით,კრიტიკულ მომენტში ან მისკენ მიმავალ გზაზე
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 არ ვარ დიდი მოთმინების მქონე, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წარსულთან შედარებით საგრძნობლად გამოვიმუშავე მოთმინება და ნებისყოფა.
NEIRON Posted April 10, 2011 Author Posted April 10, 2011 ეთანხმებით თუ არა გამონათქვამს: როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ ხელს,მეორეც უნდა მიუშვირო
მიშა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ეთანხმებით თუ არა გამონათქვამს: როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ ხელს,მეორეც უნდა მიუშვირო ადამიანს გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ლოყაში გაგარტყამს, მეორე იმ შემთხვევაში უნდა მიუშვირო, თუ იმდენი შეგნება აქვს - მიხვდეს რატომ ვაკეთებ ამას და შეჩერდეს... უგუნურს რომ მეორე ლოყა მიუშვირო "მოდი და აქეთაც გამარტყიო" შენ თავად იმაზე უარესი იქნები.
eXtreme-Hunter Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ეთანხმებით თუ არა გამონათქვამს: როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ ხელს,მეორეც უნდა მიუშვირო სამწუხაროდ ვერ ვეთანხმები, უცბად ფეთქებადი ვარ და ბევრ რამეში ხელსაც მიშლის.
ბექა Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 2 მივცემ ჩემს თავს. შინაგანად შეიძლება ემოციური ვარ მაგრამ არ ვიმჩენვ იმიტომ რომ ისე უფრო კარგია.
jomardi Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 მოთმინების უნარის მხრივ რას იტყოდით? რამდენად გამოირჩევით მოთმინების უნარით,კრიტიკულ მომენტში ან მისკენ მიმავალ გზაზე თუ ვხედავ რომ ადამიანი შეუგნებლად ბაძავს ვითარებას და საგრძნობლად ბევრი უპირატესობა მაქვს მასზე შემიძლია უსაზღვოდ მომთმენი გავხვდე და ვეცადო რაც შეიძლება მალე ჩავუკლა კამათის სურვილი ან საერთოდ არ მივცე გაგრძელების უფლება (ტეხნიკურად) მოკლედ გააჩნია ვისთან მაქვს საქმე. თუ ვიცი რომ მას ყველაფერი კარგად ესმის და მაინც თავისას ცდილობს არ შემიძლია დავუთმო
#Skinhead Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 2 მივცემ ჩემს თავს. შინაგანად შეიძლება ემოციური ვარ მაგრამ არ ვიმჩენვ იმიტომ რომ ისე უფრო კარგია. +1
jomardi Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ეთანხმებით თუ არა გამონათქვამს: როცა ერთ ლოყაში გაგარტყამენ ხელს,მეორეც უნდა მიუშვირო მაგ გამონათვქამს თუ ისე მივიღებთ როგორც თავშივე იყო ნაგულისმევი მაშინ უთუოდ მისაშვერია მეორე ლოყა. ანუ თუ ცხოვრებაში დავიმსახურებ სილას დამსახურებლად თუ არ მივუშვერ მეორეს ესეიგი ვერ გაგიანალიზებია ის პირველი სილა და შეიძლება მთელი ცხოვრება თითო-თითო სილა გხვდებოდეს სტაბილურად. ასე რომ ჯობს მეორეც მიუშვირო და ანალიზი გამოიტანო რატომ
გიო Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 "არ არის ემოცია-არის სიმშვიდე. არ არის უცოდინრობა-არის ცოდნა არ არის ვნება-არის აზრების სიცხადე (არ არის ქაოსი-არის ჰარმონია) ყველას თავისი შიში აქვს... შიში... შიშს მიჰყავხარ მრისხანებამდე... მრისხანებას სიძულვილამდე... სიძულვილს განცდებამდე... შიში გაგხდის ძლიერს... ისეთ რეალობაში,სადაც ეს ორი უკიდურესობაა,რომელს აირჩევდით?
eXtreme-Hunter Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 ისეთ რეალობაში,სადაც ეს ორი უკიდურესობაა,რომელს აირჩევდით? მე-2-ს შემთხვევაში ადრე თუ გვიან დაიღუპავ თავს.
გიო Posted April 10, 2011 Posted April 10, 2011 მე-2-ს შემთხვევაში ადრე თუ გვიან დაიღუპავ თავს. :thumbsup:
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.