Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi-მ წარადგინა ახალი პროდუქტი თავის საახალწლო საფესტივალო შემოავაზების ფარგლებში. პლატფორმა Youpin-ზე წარმოდგენილია ფერადი Bluetooth-კლავიატურა Luofei Dot Lipstick. როგორც ვხედავთ, მის დასახელებაშივე ფიგურირებს ტუჩსაცხი - მოწყობილობის სტილისტიკა მეტად უჩვეულო და არადამახასიათებელია პერსონალური კომპიუტერების სამყაროსთვის. 

image.jpeg 

Xiaomi-ს ახალი პროდუქტი - ეს გახლავთ მექანიკური კლავიატურა ზომით 306 × 114,5 × 30,6 მმ და წონით - 810 გრამი. Luofei-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც სადენიან, ასევე უსადენო რეჟიმში: მიუერთებთ ან Micro-USB სადენს, ან დაკავშირება განხორციელდება Bluetooth-ით Windows-თან, macOS-თან, iOS-თან ან Android-თან. ავტონომიურ რეჟიმში მოწყობილობა იკვებება 4000 მა/სთ მოცულობის აკუმულატორით. 

image.jpeg 

ამ მეანიკური კლავიატურის ერთ-ერთი უნიკალური ასპექტი გახლავთ მისი ფერთა გამა. იგი შეესაბამება პოპულარული ტუჩსაცხების ფერებს და სტილისტურობით მოგვაგონებს მაკიაჟის აქსესუარს. კლავიატურას ჯამში 79 კლავიში აქვს, რომლებიც განლაგებულია ისეთი წყობით, როგორც ძველებური საბეჭდი მანქანებისთვის იყო დამახასიათებელი. 

image.jpeg 

ოფიციალური აღწერის თანახმად Xiaomi-მ გამოიყენა ColorStay საღებავით დაფარვის პროცესის გაძიერებისთვის და შედეგად ფერები უფრო მკაფიო და მდგრადია. ახალი Bluetooth-მექანიკური კლავიატურა პლატფორმაზე წარმოდგენილია ჩვეულებრივ ტუჩსაცხან ერთად, რომელიც დიზაინერის შთაგონების წყარო გახდა. Bluetooth-კლავიატურა Xiaomi Youpin Luofei Dot Lipstick იყიდება Youpin-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 658 იუანად (დაახლოები 95 აშშ დოლარად). 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.