Jump to content

მუსიკოსი ეიკონი აფრიკაში კრიპტოქალაქს დააარსებს. ქალაქსა და მის ციფრულ ვალუტას სახელი დამფუძნებლის პატივსაცემად დაერქმევა


Recommended Posts

Posted

ამერიკელი რეპერი ეიკონი (Akon) ააშენებს მსოფლიოში პირველ კრიპტოქალაქს სენეგალში. ქალაქს სახელი თავად დამაარსებლის პატივსაცემად დაერქმევა: ეიკონ-სითი (Akon-City), მის ტერიტორიაზე გადახდები კი განხორციელდება ციფრული ვალუტა Akoin-ით. 

სენეგალის ხელისუფლებამ ქალაქის მშენებლობისთვის ეიკონს ოფიციალური ნებართვა გადასცა, რის შესახებაც მუსიკოსმა საკუთარ სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა. 

image.jpeg 

საკუთარი კრიპტოქალაქის დაარსების გეგმის შესახებ ეიკონმა პირველად გასულ წელს ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი ქალაქის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელი ის იქნება, რომ იგი „100%-ით კრიპტოვალუტებზე იქნება დამყარებული“. 

მოსალოდნელია, რომ მომღერლის კრიპტოვალუტა მიმდინარე წლის ივლისში უნდა გაეშვას, ქალაქის მშენებლობას კი, ცხადია, ბევრად დიდი დრო დასჭირდება. 

„მშენებლობისთვის ათწლეულები იქნება საჭირო და ჩვენ მას ეტაპობრივად შევასრულებთ. დავიწყეთ 2019 წლის მარტში, მშენებლობის მეორე ეტაპი 2025 წელს იქნება“ - განაცხადა ეიკონმა ინტერვიუში. 

მომღერალი მიიჩნევს, რომ ახალი ტექნოლოგიები აფრიკის მაცხოვრებლებს დაეხმარება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. 

ეიკონი ერთადერთი არ გახლავთ, ვინც თვლის, რომ აფრიკა მზად არის კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის დანერგვისთვის. Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოხატა რწმენა, რომ Bitcoin-ის მომავალი დიდწილადაა დამოკიდებული აფრიკის ქვეყნებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.