Jump to content

Recommended Posts

Posted

2020 წელს ბლოკჩეინ-ანტრეპრენერები ყველაზე მოთხოვნადი სპეციალისტები გახდებიან - მათზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას. ამ ფაქტს მოწმობს საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და ძიებისთვის განკუთვნილი სოციალური ქსელი LinkedIn-ის კვლევა. 

ანალიზი ჩატარდა იმ პროფესიონალური უნარ-ჩვევებისა და პირადი მახასიათებლების გათვალისწინებით, რომლებიც მითითებულია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელფასის მქონე პირების რეზიუმეებში. მოცემულ რეიტინგში ბლოკჩეინმა გადაასწრო გამოთვლების ქლაუდ სფეროსა და ხელოვნურ ინტელექტს. 

image.jpeg 

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ბლოკჩეინ-სპეციალისტები განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნებიან აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრალიაში. 

კრიპტოვალუტების სამყაროდან გამომავალი ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ბიზნესის სფეროში არსებული უამრავი ამოცანის გადაჭრის გადაწყვეტილება გახდა. მას იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა IBM, Oracle, JP Morgan Chase, Microsoft, Amazon, American Express და ბევრი სხვა. ბლოკჩეინის გამოყენების სივრცე მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას: ტრანსპორტირებას, ჯანდაცვას, სოფლის მეურნეობასა და საკვებ პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ - განაცხადა LinkedIn-ის Talent Blog-ის მავარმა რედაქტორმა ბრიუს ანდერსონმა. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს LinkedIn-მა განაცხადა, რომ აშშ-ში ბლოკჩეინთან დაკავშირებული ვაკანსიების რაოდენობა 33-ჯერ გაიზარდა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.