Jump to content

Recommended Posts

Posted

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად კომპანია Apple გამოსაშვებად ამზადებს ახალ პორტატულ კომპიუტერ MacBook-ს. 

image.jpeg 

კომისიის დოკუმენტაციაში ლეპტოპი ფიგურირებს კოდური დასახელებით - A2289. აღწერაში კი ნათქვამია, რომ ეს გახლავთ პორტატული პერსონალური კომპიუტერი macOS 10.15 ოპერაციული სისტემით. 

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ კორპორაცია Apple ამზადებს 13-დუიმიან MacBook Pro ლეპტოპს, რომელსაც გაუმჯობესებული Magic Keyboard კლავიატურა ექნება. ამგვარი კლავიატურა უკვე გამოყენებულია 16-დუიმიან MacBook Pro-ში. თითოეული ღილაკი აღჭურვილია გაუმჯობესებული მექანიზმით. 

image.jpeg 

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის დოკუმენტი გამოქვეყნდა 13 იანვარს, თავად მზადებაში მყოფი პროდუქტის შესახებ მიმართვა კი Apple-ის მიერ განხორციელდა 2019 წლის 24 დეკემბერს. არ არის გამორიცხული, რომ ახალი პორტატული კომპიუტერის დებიუტი უახლოეს თვეებში შედგეს. 

დავამატებთ, რომ ძველად ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ 13-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპის გამოსვლას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ზოგიერთი მონაცემის თანახმად მოწყობილობის ოფიციალური წარდგენა შესაძლოა მარტი მოხდეს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.