Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია EVGA-მ წარადგინა ახალი ვიდეო ბარათები GeForce RTX 2060 KO და RTX 2060 KO Ultra. ახალი KO სერიის წარმომადგენლების მავარი განსაკუთრებული მახასიათებელი მეტად დაბალი ფასია - არც ერთი ახალი ბარათის ფასი 300 აშშ დოლარს არ აღემატება. ამასთან, მწარმოებელი კომპანია გვარწმუნებს, რომ ვიდეო ბარათებს აჩქარების საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვთ. 

image.jpeg 

ამ პოტენციალს უზრუნველყოფს გაგრილების სისტემა, რომელიც ორსლოტიანი და მოიცავს ალუმინის რადიატორს, სითბურ მილებსა და ორ ვენტილატორს. კომპანია EVGA-ს განცხადებით GeForce RTX 2060 KO (Ultra)-ს გაგრილების სისტემა ეტალონური GeForce RTX 2060-ის სისტემაზე უკეთესია. 

image.jpeg 

GeForce RTX 2060 KO-ს გრაფიკული პროცესორი მუშაობს ეტალონურ სიხშირეებზე, რომლებიც 1365/1680 მეგაჰერცის ტოლია. უფროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO Ultra-ს Boost-სიხშირე 1755 მჰც-ია. GDDR6 სტანდარტის 6-გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერების ეტალონური ეფექტური სიხშირე 12 გჰც-ია. ყველა ახალ ვიდეო ბარათს აქვს 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი და თითო DVI, HDMI და Display Port. 

image.jpeg 

უმცროსი მოდელი GeForce RTX 2060 KO EVGA-ს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთით 279 აშშ დოლარად, აჩქარებული GeForce RTX 2060 KO Ultra კი 299.99 აშშ დოლარი ღირს. ასეთი ფასებით ახალი ვიდეო ბარათები პირდაპირ კონკურენციას გაუწევენ ახალ Radeon RX 5600 XT-ს, თანაც მათი წარმადობის მაჩვენებელი უფრო მაღალია. დიდი ალბათობით ახლო მომავალში სხვა კომპანიებიც გამოუშვებენ GeForce RTX 2060-ს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ მოდელებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.