Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple Pencil სტილუსის ამჟამად არსებული ვერსია გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც სხვადსხვა ოპერაციის სწრაფად შესრულების საშუალებას იძლევა. წინა მოდელთან შედარებით ახალი ვერსიის მთავარი სიახლე გახლდათ ორმაგი დაჭერის შესაძლებლობა, რომელიც მთელ რიგ ფუნქციებზე წვდომას აძლეს მომხმარებელს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ელემენტის მომართვა-რეგულირება შესაძლებელია, მას მხოლოდ ოთხი პარამეტრი აქვს. მცირე ხნის წინ დარეგისტრირებული პატენტი კი იმაზე მიუთითებს, რომ სამომავლო Apple Pencil-ის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდება. 

image.jpeg 

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც მცირე ხნის წინ გამოჩნდა ამერიკის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს ვებ-ვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია მიგვითითებს, რომ მომდევნო თაობის სტილუსს ექნება სენსორული სივრცე, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის სხვადასხვა ჟესტის ამოცნობისთვის, მათ შორისაა სამმაგი შეხება და ე.წ. swipe ფუნქცია. შედეგად სამუშაო პროცესი Apple Pencil-ის გამოყენებით გახდება გაცილებით მრავალფეროვანი ამჟამად არსებულ სტილუსთან შედარებით. 

მომდევნო თაობის სტილუსში სიახლე შესაძლოა იყოს მოწყობილობის ბოლო ნაწილში ინტეგრირებული კამერა. მისი წყალობით მომხმარებლები შეძლებენ ჩაიწერონ ნებისმიერი სიმბოლო პრაქტიკულად ყველა ზედაპირზე და შემდეგ დაამუშავონ iPad-ზე. პატენტში ნახსენებია სხვა სახის შესაძლებლობებიც, მაგალითად - მიკროფონი, დინამიკი, დამატებითი ღილაკები, ბიომეტრიული სენსორი და ტრეკპადიც კი. გარდა ამისა, Apple Pencil-ს შესაძლოა ჰქონდეს ტაქტილური უკუკავშირის ფუნქცია, რისი წყალობითაც iPad-ზე სტილუსით ხატვის პროცესი ქაღალდზე ხატვის ბუნებრივ პროცესთან მიმსგავსებული იქნება. 

უნდა აღინიშნოს, რომ დაპატენტებული ფუნქციები მომდევნო თაობის სტილუსის შესაძლო მოდიფიკაციებია, ამიტომ დიდი ალბათობით ყველა მათგანი არ იქნება წარმოდგენილი ბაზარზე გამოსულ მოწყობილობაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.