Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა გამოფენა CES 2020-ზე არა მხოლოდ ისაუბრა თავის დისკრეტულ გრაფიკა Intel Xe-ზე, არამედ წარადგინა კიდეც თავისი პირველი ვიდეო ბარათის პროტოტიპი. მოცემული მოწყობილობის სახელწოდებაა Xe DG1 Software Development Vehicle და რთული არ არის მიხვედრა, რომ იგი განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთათვის. 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel-ის თქმით ხსენებული ვიდეო ბარათი ინჟინრული ნიმუში არ არის, ეს გახლავთ ადრეული პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია პროგრამული უზრუნველყოფის დამოუკიდებელი მომწოდებლებისთვის (ISV, Independent Software Vendor) ელი მსოფლიო მასშტაბით. მსგავსი პროტოტიპების მეშვეობით ანტრეპრენერები შეძლებენ მოახდინონ თავიანთი პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზება Intel Xe არქიტეტურაზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

როგორც ცნობილია, Intel Xe ვიდეო ბარათები წარმადობის მიხედვით დაყოფილი იქნება სამ ძირითად ჯგუფად: Xe-LP, Xe-HP და Xe-HPC. დიდი ალბათობით, ზემოთხსენებული Xe DG1 SDV მიეკუთვნება საწყისი დონის კატეგორიას, ანუ პირველ ჯგუფს. გავრცელებული ცნობებით გრაფიკულ პროცესორ Intel Xe DG1-ს აქვს 96  ბლოკი (Execution units, EU). 

image.jpeg 

image.jpeg 

საწყისი დონის ჯგუფის ვიდეო ბარათებს კომპაქტური გაბარიტები ექნება და წარმოდგენილნი იქნებიან დამატებითი კვების კონექტორის გარეშე. წინასწარი ცნობებით პორტების სახით ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. 

image.jpeg 

  • Like 2
Posted

კარგია, ადრეულად რომ დაიწყო ინტელმა დეველოპერების ჩართვა. როგორც წერენ, დრაივერებზეც უკვე საკმაო სამუშაო გაწეულია და მათ შორის, სავარაუდოდ iGPU-სთან ტანდემში მუშაობაც შესაძლებელი იქნებაო.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.