Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Acer-მა გამოფენა CES 2020 საზოგადოებას წარუდგინა თავის უჩვეულო ლეპტოპთაგან ერთ-ერთი. ეს გახლავთ მოდელი AcerConceptD 7 Ezel, რომელიც ორიენტირებულია კონტენტის შემქნელებზე. 

image.pngimage.png 

მოწყობილობის მთავარი აღსანიშნავი მახასიათებელია Ezel Hinge სამაგრი. მისი მეშვეობით უზრუნველყოფილია გაჯეტის ფუნქციონირების ხუთგვარი რეჟიმი. დისპლეი აგებულია 4K მატრიცის ბაზაზე და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელი 400 ნიტს შეადგენს, Adobe RGB ფერთა დიაზონი კი 100%-იანია. ეკრანს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მართვის მხარდაჭერა. 

ლეპტოპის მთავარი კომპონენტია ბოლო თაობის პლატფორმა Intel Core H-Series, გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ვიდეო ბარათი NVIDIA GeForce RTX. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 32 გიგაბაიტია, მეხსიერების სტანდარტი - DDR4. PCI Express ინტერფეისის მქონე SSD-ის მაქსიმალური მოცულობა კი 2 ტერაბაიტია. 

image.pngimage.png 

სტანდარტულ ვერსიასან ერთად ტაივანურმა კომპანიამ დაანონსა Pro ვერსიაც. იგი აღჭურვილია Intel Xeon ჩიპითა და Quadro RTX ვიდეო ბარათით. კომპლექტაციის მიუხედავად ლეპტოპის კორპუსზე ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB-C, HDMI, DP 1.4 და microSD სლოტი. 

ConceptD 7 Ezel-ის ფასი 2500 ევროს შეადგენს, Pro ვერსია კი 3000 ევროდ გაიყიდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.