Magdalena Posted January 9, 2020 Posted January 9, 2020 კორპორაცია Panasonic-მა გამოფენა CES 2020-ზე წარადგინა მსოფლიოში პირველი ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელსაც აქვს სუპერმაღალი სიმკვეთრის გამოსახულების, UHD გაფართოებისა და High Dynamic Range (HDR) ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტში დაყენებულია OLED-დისპლეი, რომელიც შექმნილია Panasonic-ისა და VR-ეკრანების მოწინავე მწარმოებელი კომპანია Kopin Corporation-ის პარტნიორობის შედეგად. მოწყობილობაში აგრეთვე გამოყენებულია Panasonic-ის აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიები, მათ შორის სიგნალის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოტექნიკის წარმოებაში გამოიყენება, ასევე Technics-ის აუდიოპროდუქტები და ოპტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც LUMIX-ის ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება. დისპლეი უზრუნველყოფს ბუნებრივ გამოსახულებას დამახასიათებელი „ჩარჩოს ეფექტის“ გარეშე, რის გამოც შესამჩნევი ხდებოდა ხაზები პიქსელებს შორის. Panasonic-ისა და Kopin-ის მიერ შექმნილი ოპტიკური მოდული საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გამოსახულების დამახინჯება და გამოყენებულია ერთი სუპერკომპაქტური მოდული. Technics-ის დინამიური გამომსხივებლის წყალობით მოწყობილობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას და სიხშირეების ფართო დიაპაზონს - სუპერდაბალიდან მაღალ სიხშირეებამდე. სათვალეს კომპაქტური და მსუბუქი ჩარჩო აქვს ყოველგვარი დამატებითი სამაგრების გარეშე. კორპორაცია Panasonic გეგმავს სამომავლოდაც გააგძელოს VR-სფეროში საქმიანობა, რაც მოთხოვნადი იქნება 5G სერვისების უახლოეს გავრცელებასთან დაკავშირებით. https://3dnews.ru/1000995
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now