Magdalena Posted January 8, 2020 Posted January 8, 2020 ბევრი თვლის, რომ 240 ჰერცი ბევრია, თვალი კი ვერ აღიქვამს განსხვავებას 144 და 60-ჰერციან დისპლეებს შორის, თუმცა ამგვარი აზრი როგორც ჩანს თანამედროვე ტენდენციისგან ჩამორჩენილია. კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მონიტორი ROG Swift 360, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა 360 ჰც კადრის განახლების სიხშირეა. მონიტორი შეიქმნა NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგად და ორიენტირებულია პროფესიონალი გეიმერული სეგმენტისთვის, რომლის წარმომადგენელებიც მონიტორის წყალობით მიიღებენ შესაძლებლობას - უფრო მეტი სიზუსტით ებრძოლონ და აჯობონ მოწინააღმდეგეს. კომპანიის განცხადების თანახმად პირველადმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ უპირატესობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა, დაახლოებით 4%-ს შეადგენს. შესაძლოა ეს მაჩვენებელი რიგითი გეიმერებისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, თუმცა კიბერსპორტის სამყაროში ამგვარი განსხვავება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს და პროფესიონალ გეიმერებს გამარჯვება მოუპოვოს. ROG Swift 360-ს საკმაოდ მცირე ზომის, სულ რაღაც 24.5-დუიმიანი დისპლეი აქვს, გაფართოება კი 1080р. დისპლეის აქვს G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ექსპერტების აზრით პრეზენტაციის დროსაც კი შეიმჩნეოდა განსხვავებები ორ მონიტორს შორის, რომელთაგან ერთ-ერთის კადრის განახლების სიხშირე 240, მეორისა კი 360 ჰერცი იყო. ახალი მონიტორის ფასი არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება მეტად მაღალი იქნება. დამატებით წარმოდგენილ იქნა 27-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც 280 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. მისი ფასი უფრო კონკურენტუნარიანია - 450 აშშ დოლარი. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32814/predstavlen-samyj-bystryj-monitor-v-mire-s-chastotoj-obnovleniya-360-gc-rog-swift-360 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.