Jump to content

Recommended Posts

Posted

ბევრი თვლის, რომ 240 ჰერცი ბევრია, თვალი კი ვერ აღიქვამს განსხვავებას 144 და 60-ჰერციან დისპლეებს შორის, თუმცა ამგვარი აზრი როგორც ჩანს თანამედროვე ტენდენციისგან ჩამორჩენილია. კომპანია ASUS-მა წარადგინა ახალი მონიტორი ROG Swift 360, რომლის მთავარი ღირსშესანიშნაობა 360 ჰც კადრის განახლების სიხშირეა. 

image.png 

მონიტორი შეიქმნა NVIDIA-სთან პარტნიორობის შედეგად და ორიენტირებულია პროფესიონალი გეიმერული სეგმენტისთვის, რომლის წარმომადგენელებიც მონიტორის წყალობით მიიღებენ შესაძლებლობას - უფრო მეტი სიზუსტით ებრძოლონ და აჯობონ მოწინააღმდეგეს. კომპანიის განცხადების თანახმად პირველადმა ტესტირებებმა აჩვენა, რომ უპირატესობა, რომელსაც ახალი ტექნოლოგიები იძლევა, დაახლოებით 4%-ს შეადგენს. შესაძლოა ეს მაჩვენებელი რიგითი გეიმერებისთვის დიდად შესამჩნევი არ არის, თუმცა კიბერსპორტის სამყაროში ამგვარი განსხვავება შეიძლება გადამწყვეტიც კი იყოს და პროფესიონალ გეიმერებს გამარჯვება მოუპოვოს. 

image.png 

ROG Swift 360-ს საკმაოდ მცირე ზომის, სულ რაღაც 24.5-დუიმიანი დისპლეი აქვს,  გაფართოება კი 1080р. დისპლეის აქვს G-Sync ტექნოლოგიის მხარდაჭერა და ექსპერტების აზრით პრეზენტაციის დროსაც კი შეიმჩნეოდა განსხვავებები ორ მონიტორს შორის, რომელთაგან ერთ-ერთის კადრის განახლების სიხშირე 240, მეორისა კი 360 ჰერცი იყო. ახალი მონიტორის ფასი არ გახმაურებულა, თუმცა სავარაუდოდ ღირებულება მეტად მაღალი იქნება. დამატებით წარმოდგენილ იქნა 27-დუიმიანი მონიტორი, რომელსაც 280 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე აქვს და დამზადებულია IPS ტექნოლოგიით. მისი ფასი უფრო კონკურენტუნარიანია - 450 აშშ დოლარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.