Jump to content

Recommended Posts

Posted

გამოფენა CES 2020-ის მიწურულს HP-მ წარადგინა Elite Dragonfly-ს - ბიზნეს-კლასის 13.3-დუიმიანი პორტატული კომპიუტერის განახლებული ვერსიები.  ახალ ლეპტოპებს აქვთ მეათე თაობის Intel Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით და HP-ის თქმით, ისინი გახლავთ მსოფლიოში, თავიანთ კლასში ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე მოწყობილობები ქსელური კავშირებისა და კონფიდენციალურობის დონის კუთხით.  

image.jpeg 

image.jpeg 

Elite Dragonfly - მსოფლიოში პირველი ლეპტოპი-ტრანსფორმერია 5G ქსელის მხარდაჭერითა და კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სიგნალის ინტელექტუალური მართვის ტექნოლოგიით. მწარმოებელი კომპანია მოწყობილობას მიიჩნევს ბიზნეს-კლასის 5G ქსელის მხარდაჭერის მქონე ყველაზე მსუბუქ ლეპტოპ-ტრანსფორმერად 

image.jpeg 

image.jpeg 

Qualcomm აგრძელებს კომპიუტერების სფეროში ლიდერობასა და LTE კავშირით უზრუნველყოფას, რაც მომხმარებლებს დაუჯერებლად სწრაფი კავშირის საშუალებას აძლევს“ - განაცხადა Qualcomm Technologies-ის ვიცე-პრეზიდენტმა და მობილური ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა. – „5G მხარდაჭერის მქონე კომპიუტერები ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრში იმყოფება, რასაც კომპიუტერული ინდუსტრია წინ მიჰყავს და გარდაქმნის ბიზნესს“. 

image.jpeg 

image.jpeg 

Elite Dragonfly-ის განსაკუთრებული, უცხო მახასიათებელია ინტეგრირებული სენსორი, „შუქურა“, იგი ეკუთვნის კომპანია Tile-ს და მომხმარებელს ხელს უწყობს განსაზღვროს მოწყობილობის ადგილმდებარეობა. მფლობელი მარტივად შეძლებს შეიტყოს, თუ სად იმყოფება დავიწყებული ან დაკარგული ლეპტოპი მაშინაც კი, თუკი მოწყობილობა გამორთულია. აგრეთვე, Tile Premium-ის დამატებითი სერვისების წყალობით მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, როდესაც მოწყობილობა სადმე დარჩება.  

image.jpeg 

კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც მიმართულია კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ, გახლავთ HP Sure View Reflect. მისი წყალობით კლავიატურაზე ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია გააქტიურდეს კონფიდენციალურობის სპეციალური რეჟიმი, რომელიც ეკრანზე არსებულ გამოსახულებას ცნობისმოყვარე თვალისგან მომენტალურად მიუწვდომელს ხდის: ეკრანი სპილენძისფერი ხდება და გვერდიდან გამოსახულება უხილავია. ეს ტექნოლოგია მოქმედებს როგორც ჩაბნელებულ, ისე ნათელ გარემოში. 

image.jpeg 

image.jpeg 

Elite Dragonfly-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ეკოლოგიურობა. კერძოდ, მისი მექანიკური დეტალების 82% და კორპუსის 90%-ზე მეტი დამზადებულია გადამუშავებული მასალებისგან.  

image.jpeg 

image.jpeg 

 

HP Elite Dragonfly Tile-სენსორან ინტეგრაციითა და HP Sure View Reflect ეკრანი გაყიდვაში მიმდინარე წლის ივნისში გამოვა. ამავე დროს გაიყიდება მოდელი ინტეგრირებული 5G მოდემითა და მეათე თაობის Intel Core vPro პროცესორით. ლეპტოპების ფასები ჯერჯერობით არ სახელდეა, თუმცა დიდი ალბათობით ღირებულება არც ისე ხელსმისაწვდომი იქნება. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.