Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის ბოლოს Samsung-მა დააანონსა ახალი ლეპტოპები Galaxy Book Ion და Galaxy Book Flex, რომლებიც შემუშავებულია და გვევლინება Notebook 9 Pen-ისა და Notebook 9-ს ჩამნაცვლებლებად. ამჯერად კი, СES 2020-ზე კომპანიამ წარადგინა კიდევ ერთი მოდელი QLED ეკრანით: Galaxy Book Flex α, რომელშიც ხელმისაწვდომია Galaxy Book-ისთვის დამახასიათებელი რამდენიმე მაღალი კლასის ფუნქცია გაცილებით დაბალ ფასად. 

image.jpeg 

ისევე, როგორც უფროს მოდელ Galaxy Book Flex-ს, ახალ „ალფასაც“ ექნება 180 გრადუსით მოძრავი, 2-1-ში ალუმინის კორპუსი და 13.3-დუიმიანი QLED Full HD დისპლეი. ლეპტოპს მეტად თანამედროვე დიზაინი აქვს და ხასიათდება მახვილი კუთხეებითა და ზომაში შემცირებული ჩარჩოებით. 

შედარებით დაბალი ფასის გათვალისწინებით Galaxy Book Flex α ლეპტოპს არ აქვს რამდენიმე ფუნქცია, მაგლითად: სენსორულ პანელში ინტეგრირებული უსადენო Qi სტანდარტის დატენვის შესაძლებლობა და S Pen სტილუსი შესაბამისი სლოტით, თუმცა ელექტრონული ფანქრის შეძენა დამოუკიდებლად შესაძლებელია. 

image.jpeg 

აპარატული შემადგენლობის კუთხით Galaxy Book Flex α იმუშავებს მეათე თაობის Intel Core პროცესორზე (მოდელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია), ექნება 8 ან 12 გბ ოპერატიული  და 256 ან 512 გბ ფლეშ-მეხსიერება მოდიფიკაციის შესაბამისად. კომპანია Samsung-მა აგრეთვე განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α უზრუნველყოფს 17.5-საათიან ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობასა და სწრაფ დატენვას USB-C პორტით. 

Galaxy Book Ion-ისა და Galaxy Book Flex-ის რეკომენდირებული ფასები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია (სავარაუდოდ, ორივე მათგანი 2020 წლის დასაწყისში გამოვა), თუმცა Samsung-მა განაცხადა, რომ Galaxy Book Flex α ლეპტოპების ქვედა კატეგორიაში მოექცევა, მისი გასაყიდი ფასი 829,99 აშშ დოლარი იქნება და გამოვა ზემოთხსენებულ ლეპტოპებზე ოდნავ მოგვიანებით - 2020 წლის პირველ ნახევარში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.