Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

EOS-სტარტაპ Block.one-ის ტექნიკური დირექტორის, დენ ლარიმერის აზრით მცირე ხნის წინ YouTube-ის მიერ კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეოების დაბლოკვის ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ძლევამოსილ კორპორაციებ მსოფლიო ტოტალურ ცენზურისკენ მიჰყავთ. 

დრო მოვიდა კვლავ შევიძინოთ ქაღალდის წიგნები, რადგანაც ციფრულ სამყაროში მათი განადგურება მეტად ადვილია. უნდა მივიღოთ მოცემულობა, რომ თქვენ არაფერს ფლობთ და ვერაფერს აკონტროლებთ თქვენს ტელეფონში. ჩვენ უფრო და უფრო მივიწევთ იქითკენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა მხოლოდ ექსკლუზიური წვდომით იქნება წარმოდგენილი“. 

ლარიმერმა დაამატა, რომ თუკი დღეს უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი ცენზურას ადებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ კონტენტს, ხვალ შეიძება Amazon-მა დაიწყოს იგივე წიგნებთან მიმართებაში. 

„შეიძინეთ წიგნები ახლავე, სანამ არ აუკრძალავთ“. 

YouTube-ზე კრიპტოვალუტების შესახებ არსებული ვიდეორგოლების დაბლოკვის შემდეგ Binance-ის ხელმძღვანელმა გამოქვა აზრი, რომ მიზანშეწონილი იქნება ბლოკჩეინზე სოციალური ქსელის შექმნა. 

აქვე მოგახსენებთ, რომ YouTube-მა უკვე სრულად აღადგინა წვდომა გაუქმებულ კონტენტზე, რომელიც გასულ კვირაში დაიბლოკა „მოდერაციის პრობლემების“ გამო. ვიდეოჰოსტინგი პირობას დებს რომ გააუქმეს ყველა მცდარ სანქციას დაზარალებული არხების მიმართ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.