Jump to content

Recommended Posts

Posted

დღესდღებით გეიმინგ სფერო სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ ფაქტს მოწმობს ის, რომ ყველაზე ნაკლებად გაუცნობიერებელი ხალხიც კი იწყებს თამაშებით დაინტერესებას. რა ქმა უნდა, Apple-ის მსგავს დიდ მსოფლიო კორპორაციებსაც სურთ ხელი მიჰყონ ამ სფეროს და მნიშვნელოვანი სარგებელი ნახონ. სწორედ ამიტომ კომპანია Apple-მა დააანონსა თავისი პირველი გეიმინგ კომპიუტერი, რომელიც მიახლოებით მომდევნო წლის ზაფხულში უნდა გამოვიდეს. 

image.jpeg 

კომპიუტერი განკუთვნილი იქნება კიბერსპორტსმენებისთვისა და ჩვეულებრივი გეიმერებისთვის - მათთვის, ვინც ხშირად თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს. გამომცემლობა Patently Apple-ის თანახმად ახალ მოწყობილობას მონობლოკის ფორმა ექნება ან წარმოდგენილი იქნება დიდი ლეპტოპის სახით. როგორც ცნობილია, კომპიუტერს ააწყობს ტაივანში არსებული ქარხანა Quanta Computer. კვების ბლოკებით კომპიუტერს უზრუნველყოფენ კომპანიები Lite-On და Delta. ახალი მოწყობილობის ფასი, როგორც ზოგადად Apple-ის პროდუქტებს ახასიათებს, საკმაოდ მაღალი იქნება - დაახლოებით 4870 აშშ დოლარი.  

ინსაიდერების ვარაუდით გეიმერული კომპიუტერის წარდგენა მოხდება კონფერენცია Apple Worldwide Developers Conference-ზე, რომელიც დაიწყება ივნისის მეორე ნახევარში. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა სრული სერიოზულობით გადაწყვიტა გეიმინგ ბაზრის დაპყრობა: კომპანიამ უკვე წარადგინა თავისი სერვისი Arcade, რომელიც ამჟამად ბეტა-ვერსიის სახით არსებობს. შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელში ყველამ აქტიურად დაიწყოს Apple-ის კომპიუტერებისა და Arcade-ის გამოყენება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.