Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Bitcoin-ფიუჩერსების პალტფორმა Bakkt-ის ოპერატორმა კომპანია Intercontinental Exchange-მა განაცხადა, რომ პროდუქტების ყოფილი დირექტორი Mike Blandina დაინიშნა მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მან ჩაანაცვლა Kelly Loeffler, რომელმაც გარკვეული დროის წინ მიიღო ჯორჯიის შტატის სენატორის თანამდებობა.  

Mike Blandina ამ დრომდე  ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა OneMarket, Westfield, PayPal, Google და Blackhawk Network. 

კომპანიამ აგრეთვე განაცხადა, რომ Bakkt-ის მავარი საოპერაციო ოფიცერი Adam White დაინიშნა Bakkt-ის პრეზიდენტად. იგი წარსულში Coinbase-ის ერთ-ერთი ტოპ-მენეჯერი იყო და Bakkt-ს შეუერთდა 2018 წელს მას შემდეგ, რაც მოახლოვდა პლატფორმის ამოქმედების დრო. 

Bakkt-ის ამოქმედება დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ გასულ წელს და რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ კი პლატფორმამ მუშაობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. Bakkt-ის პირველი პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსები გახლდათ. 

ნოემბერში Bakkt-მა დაიწყო სამომხმარებლო საგადახდო აპლიკაციის ტესტირება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ Bitcoin-ით გადაიხადონ სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისი საფასური. Bakkt-ის აპლიკაციის პირველი პარტნიორი გახდება Starbucks, მისი ართვა დაგეგმილია 2020 წლის პირველი ნახევრისთვის. 

გარდა ამისა, დეკემბერში დაიწყო ვაჭრობა საანგარიშსწორებო ფიუერსებითა და ოფციონებით Bitcoin-ზე, რამდენიმე დღეში კი გამოცხადდა პირველი გარიგება ყოველთვიური Bitcoin-ოფციონებით პლატფორმა ICE Futures U.S-ზე - გარგება დაიდო Michael Novogratz-ის კომპანია Galaxy Digital Trading-სა და კრიპტო საფინანსო პლატფორმა XBTO-ს შორის.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.