Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია LG Electronics-მა წარადგინა რამდენიმე მონიტორი UltraGear-სერიაში, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებში გამოყენებისთვის. აგრეთვე, დაანონსდა UltraWide სერიის ახალი ფართოფორმატიანი პანელი. 

image.jpeg 

UltraGear სერიაში შევიდა მოდელები 27GN950, 34GN850 და 38GN950, რომელთა ზომებია 27, 34 და 38 დუიმი, შესაბამისად. მოწყობილობებს IPS მატრიცა აქვთ, რომლის რექციის დრო 1 მილიწამია (Gray-to-Gray). 

მსგავსი  მახასიათებლები აქვს მონიტორ 27GN950-ს. მისი ეკრანის გაფართოება შეადგენს 4K/UHD — 3840 × 2160 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 450 კდ/მ2, კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და შესაძლებელია მისი 160 ჰერცამდე გაზრდა OC რეჟიმში. 

image.jpeg 

პანელს 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა აქვს. მხარდაჭერილია NVIDIA G-SYNC და DisplayHDR 600. მონიტორზე განთავსებულია ორი HDMI ინტერფეისი, DisplayPort და USB ჰაბი. 

image.jpeg 

ფართოფორმატიანი პანელი UltraWide წარმოდგენილია სახელით - 38WN95C. მისი ზომა 37.5 დუიმია და აქვს QHD+ (3840 × 1600) გაფართოება. რეაქციის დრო 1 მილიწამია, კადრის განახლების სიხშირე - 144 ჰერცი. სიკაშკაშის მაჩვენებელი - 450 კდ/მ2 და 98%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

ამ მონიტორს გაანია მაღალსიჩქარიანი პორტი Thunderbolt 3 (40 გბიტ/წმ). გარდა ამისა, ხელმისაწვდომია ინტერფეისები - HDMI, DisplayPort და USB. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.