Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

შეერთებული შტატების კონგრესმენმა Paul Gosar-მა წარადგინა კანონპროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია რამდენიმე სააგენტოს შორის ციფრული ვალუტების რეგულირების ფუნქციების განაწილების საკითხი.  

კერძოდ, დოკუმენტში მოცემულია წინადადება - დაიყოს კრიპტო აქტივები სამ კატეგორიად: უშუალოდ კრიპტოვალუტებად, კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონლად და კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად. 

პირველ კატეგორიაში მოხვედრილი აქტივების რეგულირება უნდა მიენდოს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ქსელს (FinCEN), მეორე კატეგორიის კონტროლი - სასწრაფო საბირჟო ვაჭრობის კომისიას (CFTC), მესამე კატეგორიის აქტივები უნდა დაარეგულიროს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC). 

კრიპტოსავალუტო საბირჟო საქონელში მოიაზრება ურთიერთჩანაცვლებადი ეკონომიკური საქონელი ან ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისები. კრიპტოსავალუტო ფასიან ქაღალდებად დოკუმენტის მიხედვით ითვლება ყველა სასესხო, წილობრივი და ბლოკჩეინ-ინსტრუმენტი. კრიპტოვალუტებად კი მოიაზრება ინსტრუმენტები, რომლებიც მიბმულია დოლარზე ან წარმოადგენს „ბლოკეინზე დამყარებულ სინთეზირებულ დერივატივებს“. 

ამასთან, კანონპროექტის ავტორებმა მოუწოდეს აშშ-ის ფინანსთა მინისტრს - FinCEN-ის მეშვეობით დაადგინოს კრიპტოსავალუტო ტრანზაქციებზე თვალყურის დევნების ისეთივე წესები, როგორებიც მოქმედებს ფინანსურ დაწესებულებებზე.  

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.