Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სოციალური ქსელის მიერ ინფორმირებული წყარო - The Infromation გვიზიარებს, რომ Facebook საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს. 

ახალ მიზანს უხელმძღვანელებს Microsoft Windows NT-ზე მომუშავეთაგან ერთ-ერთი პირი. საკუთარი ოპერაციული სისტემა Facebook-ს სჭირდება თავისი მოწყობილობებისთვის - კერძოდ, VR-ჰედსეტ Oculus Quest-ისა და ვიდეოზარებისთვის განკუთვნილი სმარტ ეკრანის - Portal-ისთვის. 

ამჟამად კომპანიის მოწყობილობები მუშაობს Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-ზე. Facebook-ს კი Google-თან კონფლიქტები აქვს მოწყობილობების შექმნის შეფერხების გამო. 

Facebook აგრეთვე დაკავებულია AR-სათვალეზე (შერეული რეალობის სათვალე) მუშაობით. მისთვის კომპანია შექმნის ოპერაციულ სისტემას, რომელიც იმუშავებს ვირტუალურ რეალობაში.  

როგორც უკვე ვიცით, კომპანია Huawei-მაც შექმნა თავისი სისტემა Hongmeng, რომელზეც სამომავლოდ კომპანიის ყველა ის სმარტფონი გადავა, რომლებიც ამჟამად Android-ზე მუშაობს. კომპანიას საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნა მოუწია ამერიკული სანქციების გამო, რომელთა თანახმადაც Google-ს უნდა აეკრძალა Huawei-სთვის Android-ის გამოყენება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.