Jump to content

Recommended Posts

Posted

რამდენიმე საათის განმავლობაში Bitcoin 7 ათასდოლარიანი ნიშნულის ზედა ხაზს დაუბრუნდა, თუმცა ტრენდის დაბრუნების დადასტურებისთვის საჭიროა კრიპტოვალუტამ გადალახოს 7870 აშშ დოლარიანი ნიშნული - თვლის CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსი ომკარ გოდბოული. 

შვიდთვიანი ნიშნულიდან 10%-ზე მეტით უკუქცევა დაფიქსირდა 18 დეკემბერს. უკანასკნელად დინამიკასთან შედარებით აღმავალი იმპულსი შეინიშნებოდა 25 ოქტომბერს. 

ბაზარზე განწყობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა იმისთვის, რომ გაირღვეს დათვური პატერნი დაღმავალი ტრენდის მინიმუმით, საჭიროა ფასმა გადააჭარბოს 29 ნოემბრის მაქსიმუმს და მოიმატოს კიდევ 1000 აშშ დოლარით. 

დღიური გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან 

ბოლო ხუთი თვის განმავლობაში სტაბილურად ხდებოდა კლებადი მაქსიმუმის ფორმირება, მათგან უკანასკნელი იყო 7870 აშშ დოლარი. ეს სიმაღლე უკვე თითქმის ერთი თვეა უცვლელი რჩება. 

ნოემბრის ნიშნულის გადალახვა აუცილებელია ტრენდის მოკლევადიანი ცვლილებისთვის. RSI-ს განსხვავებულობის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდეს ამ არასახარბიელო დონის დაძლევა. 

აღმავალი იმპულსი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაძლიერდეს, თუკი უახლოეს დღეებში BTC გადალახავს 7450 აშშ დოლარიან ნიშნულს.  

ბაზარზე ვითარება რადიკალურად გაუარესდება, თუ ფასი 6428 აშშ დოლარიან ნიშნულს ქვემოთ ჩავა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად არის მოსალოდნელი. 

კვირის გრაფიკი 

image.png 

BTC/USD-ის გრაფიკი TradingView-სგან 

ფასი აგრძელებს დაღმავალი მიმართულებით სვლას. ვითარების შემობრუნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რეალობა გახდება მხოლოდ ფიგურის ზედა საზღვრის გარღვევის შემთხვევაში, რომელიც ამჟამად იმყოფება 8463 აშშ დოლარიან ნიშნულზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.