Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GIGABYTE, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე წარადგენს ვიდეო ბარათების სრულიად ახალ სერიას - Eagle. 

მზადებაში არსებული გრაფიკული ამაჩქარებლების შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვებ-გვერდზე. საერთო ჯამში წარმოდგენილია ოცდაათამდე ვიდეო ადაპტერი AMD-სა და NVIDIA-ს პროცესორებზე. 

image.jpeg 

უფრო კონკრეტულად, Eagle სერიაში შევა AMD-ს ვიდეო ბარათები: Radeon RX 5700 XT, Radeon RX 5700, Radeon RX 5600 XT და Radeon RX 5500 XT. ახალი ამაჩქარებლები მოდიფიკაციების მიხედვით წარმოდგენილი იქნება ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. Radeon RX 5600 XT ბარათი ჯერ არც გამოსულა - მისი პრეზენტაცია იანვარში შედგება. 

რაც შეეხება NVIDIA-ს პროცსორების ბაზაზე შექმნილ ვიდეო ბარათებს, Eagle სერიაში შესულია შემდეგი მოწყობილობები: GeForce RTX 2080 Super, GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 Super, GeForce RTX 2070, GeForce RTX 2060 Super, GeForce RTX 2060, GeForce GTX 1660 Ti, GeForce GTX 1660 Super, GeForce GTX 1660, GeForce GTX 1650 SUPER და GeForce GTX 1650. ეს ბარათებიც გამოვა ქარხნული აჩქარებით ან მის გარეშე. 

image.jpeg 

Eagle სერიის ამაჩქარებლები შეუერთდება GIGABYTE-ის წინა თაობის - Aorus Gaming-ისა და WindForce სერიის ვიდეო ბარათებს. ახალი ბარათების ოფიციალური ანონსის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.