Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტო ქომიუნითი უკვე დიდი ხანია მივიდა კონსენსუსამდე, რომ ორი წლის წინ მომხდარი ბუმი ICO-ზე დიდი საინვესტიციო უშტი აღმოჩნდა. 2019 წლის აგვისტოში ICO-კომპანიების მხოლოდ 10.8 %-მა მოუტანა ინვესტორებს შემოსავალი, ამავე დროს ICO-ს მედიანური სარგებლიანობა აშშ დოლარში შეადგენდა -87%-ს და აგრძელებდა ვარდნას: სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათიდან ცხრა ICO-მ თავის ინვესტორებს არაფერი მოტანა იმედგაცრუებისა და ზარალის გარდა. 

თუმცა არსებობს პროექტები, რომელთაც ტოკენების ფასის ვარდნის მიუხედავად შეძლეს წარმატებული ბიზნესის აწყობა. 

ერთ-ერთი მათგანია p2p-სესხების ბირჟა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - Karma. 2017 წელს პროექტმა შეძლო შეეგროვებინა 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტებში ICO-ზე. ICO-ბუმის მონაწილე პროექტების უმეტესობისგან განსხვავებით კომპანიამ დაასრულა პლატფორმაზე მუშაობა, რომელზეც უკვე 7 ათასზე მეტი ინვესტორია რეგისტრირებული. პლატფორმაზე გარიგებების მოცულობა მუდმივად იზრდება, გაცემული სესხების მოცულობა კი თვეში საშუალოდ 40 %-ით მატულობს. 

ამავე დროს კრიპტო ზამთრის დადგომა ნეგატიურად აისახა Karma-ს ინვესტორების მდგომარეობაზე:  

როდესაც ICO-უშტი გასკდა, ICO-ს ფარგლებში ჩვენ მიერ გამოშვებული აქტივების ღირებულება რამდენჯერმე დაეცა. ამან მეტად უარყოფითად იმოქმედა Karma-ს ტოკენების მფლობელებზე“ - აცხადებს პლატფორმის დამაარსებელი. – „იქმნება პარადოქსული სიტუაცია: პროექტი კოლოსალური ტემპებით ვითარდება და იზრდება იმ დროს, როდესაც ინვესტორები ზარალს განიცდიან“. 

იმისთვის, რომ ინვესტორებმა კომპანიის ზრდისგან სარგებელი მიიღონ, Karma-მ გადაწყვიტა განახორციელოს ICO utility-ტოკენების კონვერტაცია security-ტოკენებში -  ეს გახლავთ აქტივები, რომლებიც ფასიანი ქაღალდების ციფრულ ანალოგებს წარმოადგენს. 

იმის გათვალისწინებით, რომ security-ტოკენი ფასიანი ქაღალდის ციფრული იდენტიფიკატორია, მის მფლობელს მთელი რიგი კორპორატიული უფლებები ექნება: დივიდენდების მიღების, კომპანიის წილის ფლობის, ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლებები და სხვა. ამგვარად, კონვერტაციის შემდეგ Karma-ს ტოკენების მფლობელები ფაქტბრივად მისი აქციონერები გახდებიან, Karma კი იქნება პირველი კომპანია, რომელმაც მოახდინა utility-ტოკენების კონვერტირეა ფასიან ქაღალდებში. 

Karma-ს აქტივების კონვერტაციას საკუთარ თავზე აიებს ტოკენიზებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებია და ტრეიდინგით დაკავებული პლატფორმა Tokenomica. 

„პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ICO-ს ფარგლებში utility-ტოკენების გამოშვება კომპანიისთვის უფრო მომგებიანი აღმჩნდა, ვიდრე ინვესტორებისთვის. Security-ტოკენებზე გადასვლა კი ინტერესების ბალანსს აღადგენს: ინვესტორები გახდებიან კომპანიის სრულფასოვანი და მოგების მქონე თანამფლობელები, ამავე დროს თავად კომპანია აამაღლებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას და გაიმყარებს რეპუტაციას ბაზარზე“ - აღნიშნა Tokenomica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ხალი ეკონომიკური მოგება ინვესტორებისთვის security-ტოკენებზე გადასვლის ერთადერთი უპირატესობა არ გახლავთ. Utility-ტოკენებისგან განსხვავებით security-ტოკენების ღირებულების ცვლილების დინამიკა დაკავშირებულია კომპანიის საკვანძო ფინანსურ მაჩვენებლებზე და ნაკლებადაა დამოკიდებული კრიპტო ბაზრის რყევებზე. 

იქიდან გამომდინარე, რომ utility-ტოკენები მფლობელებს წვდომას აძლევენ კომპანიის ამა თუ იმ სერვისზე, მათ გამოსაშვებად საჭიროა კონკრეტული ქეისის შემუშავება ბიზნესში ტოკენების გამოსაყენებლად.  Security-ტოკენების გამოშვებას მსგავსი მიდგომა არ სჭირდება, პროექტსა და ინვესტორებს შორის დამოკიდებულება აგებულია მოდელზე - „კომპანია-აქციონერი“. 

თუმცა ამგვარი მოდელი ვერ იქნება გამოყენებულია ყველა ICO პროექტში. კონვერტაციაში შესაძლოა ჩართული იყოს ტოკენების მფლობელთა აქტიური ქომიუნითის მქონე პროექტები, რომელთაც უკვე წამოიწყეს ბიზნეს-საქმიანობა, ან კარგად განვითარებული ბიზნეს მოდელის მქონე კომპანიები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.