Magdalena Posted December 20, 2019 Posted December 20, 2019 ASUS-ის ასორტიმენტში გამოჩნდა პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE, რომელიც შესანიშნავი დამატებაა ლეპტოპის ან დესკტოპ სისტემისთვის. ახალ მონიტორს აქვს IPS მატრიცა ზომით 15.6 დუიმი დიაგონალზე. დისპლეის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს (1920 × 1080 პიქსელი). თვალთახედვის კუთხეები ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად 178 გრადუსს შეადგენს. პერსონალურ კომპიუტერთან დაკავშირებისთვის განკუთვნილია USB Type-C პორტი. იგი ასევე გამოიყენება მონაცემთა გადაცემისა და კვების მიწოდებისთვის. მონიტორის ენერგომოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 8 ვატს შეადგენს. მონიტორს დამცავი გარეკანი აქვს, რომელიც სადგამის ფუნქციასაც ასრულებს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია როგორ ალბომის, ასევე პორტრეტის რეჟიმში. ეკრანის სიკაშკაშის მაჩვენებელი 250 კდ/მ2-ია, კონტრასტულობა - 800:1. მატრიცის რექციის დრო 5 მილიწამია (Gray to Gray). მონიტორი იწონის დაახლოებით 710 გრამს, მისი ზომებია 359,7 × 226,4 × 8,0 მმ. სისტემა Flicker-free უზრუნველყოფს ეკრანის ციმციმის აღკვეთას, Low Blue Light ტექნოლოგია კი ამცირებს ლურჯი ნათების ინტენსიურ გამოსხივებას. ეს ტექნოლოგიები დატვირთვას ამცირებენ თვალებზე და ზრდიან სამუშაო პროცესის კომფორტის დონეს. პორტატული მონიტორი ZenScreen MB16ACE-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://3dnews.ru/1000023
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now