Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია AMD შეუერთდა Blockchain Game Alliance-ს (BGA) - ორგანიზაციას, რომელიც დაკავებულია გეიმინგ ინდუსტრიაში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვიარებით. ამ ორგანიზაციაში შედიან ძირითადად თამაშების შემქმნელები, მათ შორის Ubisoft და ConsenSys, კომპანია AMD კი ორგანიზაციის პირველი წევრია, რომელიც აპარატული უზრუნველყოფითაა დაკავებული. 

image.jpeg 

ამ სიახლესთან დაკავშირებულ პრეს-რელიზში კომპანია AMD-მ განაცხადა, რომ გეგმავს თავის პარტნიორებს წარუდგინოს „მაღალი წარმადობის  გამოთვლითი ტექნოლოგიები“, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ „შეცვალონ კომპიუტერული თამაშების გამოცემის, პუბლიკაციის, შეძენის მეთოდები“. AMD-ის ბლოკჩეინ-ტექნოლოგიით დაკავებული განყოფილების ხელმძღვანელი Joerg Roskowetz აცხადებს: „ბლოკჩეინზე მოქმედი გეიმინგ პლატფორმები გეიმერებს მისცემენ წვდომას ექსკლუზიურ ონლაინ-კონტენტზე და წარუდგენენ ახალ შესაძლებლობებს. ეს პლატფორმები გამომცემლებს ახალ არხებს მიაწვდიან თამაშების დისტრიბუციისთვის“. 

კომპანია AMD-მ ასევე გააფორმა პარტნიორობა Robot Cache-თან. ეს გახლავთ გეიმინგ მარკეტი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ბაზაზე, აგრეთვე კომპანია Ultra-სთან. ეს უკანასკნელი არის BGA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც აპირებს უახლოეს თვეებში აამოქმედოს თავისი პლატფორმა თამაშების დისტრიბუციისთვის. კომპანია Robot Cache თავის სისტმებში გამოიყენებს AMD EPYC პროცესორებს, Ultra კი - AMD-ის აღურვილობას თავისი ქსელების შესაქმნელად. აღნიშნულია, რომ AMD-ს აღჭურვილობა უზრუნველყოფს „ოპტიმალურ წარმადობას კრიპტო გამოთვლებში“. 

image.jpeg 

Ultra-ს ერთ-ერთმა გენერალურმა დირექტორმა, Nicolas Gilot-მა განაცხადა, რომ AMD-ან პარტნიორობა გრძელვადიან გეგმებს მოიცავს. კომპანია AMD თავის ვიდეო ბარათებს დააკომპლექტებს Ultra Games თამაშებით. თამაშების მისაღებად AMD-ის მყიდველებს მოუწევთ დააყენონ Ultra- ბლოკჩეინ-პლატფორმა. მათ კი, ვისაც უკვე აქვს AMD-ის ვიდეო ბარათი, პლატფორმის დასაყენებლად მხოლოდ დრაივერების განახლება დასჭირდებათ. 

ორივე კომპანია გეგმავს ჩაატაროს ერთობლივი ღონისძიებები და შეჯიბრები. ისინი ასევე იმშავებენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტზე, როგორიცაა ბლოკჩეინ-პლატფორმის სიჩქარის გაზრდა და მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოება. AMD საკმაოდ ღრმად ახდენს თავისი მიღწევების ინტეგრირებას თამაშებისა და ბლოკჩეინის სფეროებში, კომპანია დაინტერესებულია სიქარისა და საიმედოობის ზრდით, ასევე მომხმარებელთა პირადი გასაღებების დაცვით. 

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტების მაინინგმა AMD-ს მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. 2017 წელს „კრიპტოსავალუტო ციებ-ცხელების“ წყალობით AMD Radeon ვიდეო ბარათები კარგად იყიდებოდა, რამაც განაპირობა AMD-ს აქციების ფასის ზრდა და კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა. დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების გავლენა ვიდეო ბარათებზე შესუსტდა, თუმცა როგორც ჩანს AMD-მ არ დაკარგა რწმენა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის პოტენციალის მიმართ. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.