Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

პარასკევს, 13 დეკემბერს სუამ-ის  (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ქვეყნების ხელისუფალთა სამიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და ვაჭრობის ბრუნვის მოცულობის გაზრდას. 

კერძოდ, სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ორ პროტოკოლს, რომლებიც ეხება: ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმების პროცესში, აგრეთვე უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ერთობლივ აღიარებას. 

„უახლოეს დროში ეს პროტოკოლები რეალიზებული იქნება. ორივე დოკუმენტი მეტად მნიშვნელოვანია საბაჟოს ეფექტური მუშაობისა და საქონლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერატიულად მოხვედრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ვაჭრობას ჩვენს ქვეყნებს შორის“ - განაცხადა უკრანის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გორნაჩუკმა. 

ამონარიდი სუამ-ის წევრი ქვეყნების ხელისუფალთა ერთობლივი განცხადებიდან (2019 წ.) - 12 დეკემბერი, 2019 წელი, კიევი, უკრაინა 

კმაყოფილებით აღვნიშნავთ იმ წარმატებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა ODED-სუამის თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებით აღვნშნავთ გადაზიდვებისა და ტრანზიტების სფეროში მიწეულ გამარტივებას.  

ხაზს ვუსვამ კერძო ინიციატივისა და საწარმოს როლს ეფექტურ და მდგრად განვითარებაში, ასევე საჯარო და კერძო პარტნიორობას პროექტების რელიზაციასა და სუამ-ის ინიციატივებს ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში. 

აღვნიშნავთ ინოვაციური IT-პლატფორმებისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მნშვნელობას სხვადასხვა სფეროშ, კერძოდ ვაჭრობასა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. უმავრესი პრიორიტეტი გახლავ ტვირთის მიწოდების გამარტივება და დაჩქარება. 

ვთვლით, რომ სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის წარმატებული და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანამშრომლობასა და განვიარებას რეგიონს მიღმა. 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას - გავაძლიეროთ თანამშრომლობა ტერორიზმთან და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლაში; ყველა ფორმით ვებრძოლოთ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს, ადამიანებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას, კულტურული და ისტორიულ მემკვიდრეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, კიბერდანაშაულს, კონტრაბანდას. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის მმართველი კომიტეტის ძალისხმევას გამარტივებული პროცედურების შესახებ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საქონლის საწარმოო, წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმებას და  ფუნქციონირებას. 

ჩვენ ვალდებულებას ვაკისრებთ შესაბამის ორგანოს - გაადვილდეს და დაჩქარდეს სუამ-ის ციფრული სავაჭრო ცენტრის განვიარება, კომერციულ და მეწარმე სუბიეტებს მიეწოდოთ საირო ინფორმაცია საბაჟოზე, ვაჭრობაზე, ტრანსპორტსა და ტურიზმზე. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ მდგრადი სატრანსპორტო ჯაჭვის, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებას, იურიდიული ბაზის შექმნას, თანამედროვე სასაზღვრო გამტარ პუნქტებ და სატრანსპორტო პროცესების დიგიტალიზაციას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.