Jump to content

Recommended Posts

Posted

19 სექტემბერს Huawei- დააანონსა თავისი პირველი სმარტ დისპლეი - ეს გახლავთ  65-დუიმიანი ეკრანის მქონე მოდელი. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და კომპანიას მორიგი ახალი სმარტ დისპლეი აქვს - ამჯერად უკვე 75-დუიმიანი. ახალი დისპლეი ფლაგმანურ ხაზს მიეკუთვნება, მოწყობილობაზე წინასწარი შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია, გაყიდვების დაწყების თარიღად კი 24 დეკემბერია ჩანიშნული. 

image.jpeg 

დისპლეის ფასიც შთამბეჭდავია - Huawei-ს ახალი, 75-დუიმიანი სმარტ ტელევიზორი მუშაობს HarmonyOS-ზე და მისი ფასი 1850 აშშ დოლარია. შედარებისთვის, 65-დუიმიანი დისპლეი 995 აშშ დოლარად იყიდება. ეს ფასი მოქმედებს წინასწარი შეკვეთების ფარგლებში, საცალო ღირებულება კი დიდი ალბათობით გაცილებით მეტი იქნება. ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში ტელევიზორის შეძენა 24 დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. 

დიაგონალის ზომას თუ არ გავითვალისწინებთ (და ახალ, ოქროსფერ ფერს), 75-დუიმიანი მოდელი 65-იანისგან არაფრით განსხვავდება. ორივე შემთხვევაში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 4K ეკრანი, 120 ჰც კადრის განახლების სიხშირე, HDR Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რეჟიმები: AI Fitness 2.0, AI Kids და ინტეგრირებული ვებ-კამერა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.