Jump to content

Recommended Posts

Posted

ბრენდმა Redmi-მ, რომელიც ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერაა შექმნილი, წარადგინა პორტატული კომპიუტერი RedmiBook 13, რომლის შესახებაც ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა. 

image.jpeg 

ლეპტოპს 13.3-დუიმიანი Full HD+ დისპლეი აქვს, რომელიც ოთხივე მხრიდან წვრილი ჩარჩოებითაა შემოსაზღვრული. ეკრანი იკავებს წინა პანელის 89%-ს. 

image.jpeg 

მოწყობილობა იწონის დაახლოებით 1.23 კილოგრამს, ერთ დამუხტვაზე მისი ავტონომიური მუშაობის დროდ გამოცხადებულია დაახლოებით 11 საათი. სწრაფი დატენვის ფუნქციის წყალობით ენერგიის მარაგის 50%-ის შევსება ხდება დაახლოებით 35 წუთში. 

image.jpeg 

მწარმოებელი ბრენდი აცხადებს, რომ კომპიუტერის ფართობი A4 ფორმატის ფურცლის 96%-ს შეადგენს. გაგრილებას უზრუნველყოფს გაგრილების ეფექტური სისტემა ორი ექვსმილიმეტრიანი სითბური მილით. 

image.jpeg 

აპარატულ საფუძვლად ლეპტოპს უდევს მეათე თაობის Intel Core პროცესორი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს, ინტეგრირებული მეხსიერებისა კი - 512 გბ-ს. გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია დისკრეტული ამაჩქარებლით - NVIDIA GeForce MX250, რომელსაც აქვს GDDR5 სტანდარტის 2 გბ მეხსიერება. 

image.jpeg 

ლეპტოპში გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Microsoft Windows 10 Home. მოწყობილობის საბაზისო ვერსია Core i5 ჩიპით გაიყიდება დაახლოებით 600 აშშ დოლარად, Core i7 პროცესორის მქონე მოდელის ფასი კი იქნება 740 აშშ დოლარი. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.