Jump to content

Recommended Posts

Posted

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ისაუბრა პროექტზე სპეციალიზებული აპარატის კოსმოსში გაშვებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად აპარატმა უნდა გაანადგუროს კოსმოსური ნაგავი. 

image.jpeg 

კოსმოსის დანაგვიანების მხრივ სიტუაცია მუდმივად უარესდება. ახალი თანამგზავრების გაშვებით მათი ერთმანეთთან ან სხვა ობიექტებთან შეჯახების რისკი იზრდება, ნებისმიერი კოსმოსური ავარია კი იწვევს ფრაგმენტებისგან ორბიტაზე უზარმაზარი მოცულობის ახალი ნაგვის წარმოქმნას. 

ახალი პროექტი, რომლის შსახებაც ESA საუბრობს, განხორციელდება კონსორციუმით, რომლის ხელმძვანელიც შვეიცარული სტრატაპი ClearSpace გახლავთ. მომავალმა „კოსმოსურმა მენაგვემ“ სახელად ClearSpace-1 მიიღო. 

image.jpeg 

დაგეგმილია, რომ ClearSpace-1-ის პირველი სამიზნე იქნება რაკეტა Vega-ს ზედა ნაწილი, რომელიც 600–800 კილომეტრ სიმაღლეზე დარჩა ჯერ კიდევ 2013 წელს გაშვების შემდეგ. ამ ობიექტის მასა დაახლოებით 100 კგ-ს შეადგენს და მისი ფორმა ხელსაყრელია „ნაგვის მჭერის“ შესაძლებლობების გამოცდისთვის.  

ClearSpace-1-ის კოსმოსში გაშვება დაგეგმილია 2025 წლისთვის. აპარატი შეეცდება დაიჭიროს დასახული ობიექტი და გაიყვანოს ორბიტიდან, რათა იგი ატმოსფეროში დაიწვას. თუკი მისია წარმატები ჩაივლის, სამომავლოდ უფრო რთული მისიები დაიგეგმება. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.