Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ რამდენიმე დღეში კომპანია AMD-ის AIB-პარტნიორებმა უნდა წარადგინონ ახალი ვიდეო ბარათები - Radeon RX 5500 XT. რესურს VideoCardz-ის ძალისხმევით ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მზადებაში მყოფი ახალი ბარათების ფოტოები და მახასიათებლები. საუბარი ეხება Radeon RX 5500 XT Mech და RX 5500 XT Gaming სერიის ვიდეო ბარათებს. 

image.jpeg 

ვიდეო ბარათი Radeon RX 5500 XT Mech წარმოდგენილია გაფართოების ორსლოტიანი გაგრილების სისტემით, რომელიც მოიცავს ორ ქულერსა და ალუმინის რადიატორს სითბური მილებით. დამატებითი კვებისთვის მოცემულია ერთი 8-პინიანი კონექტორი, რაც 110-ვატიანი ეტალონური TDP-ის დონის ვიდეო ბარათისთვის საკმარისზე მეტია. ვიდეო დრაივერების ნაკრები სტანდარტულია - ხელმისაწვდომია სამი DisplayPort და ერთი HDMI. ამაჩქარებელი მეხსიერების მხრივ ხელმისაწვდომი იქნება 4 და 8 გბ ვერსიებად. 

თავის მხრივ Radeon RX 5500 XT Gaming X წარმოდგენილია გაცილებით მძლავრი გაგრილების სისტემით, რომელიც ასევე მოიცავს ორ ქულერს, თუმცა გაბარიტებით გაცილებით დიდია. ამ ვიდეო ბარათს საგრძნობლად კარგი ქარხნული აჩქარება ექნება: მაქსიმალური Boost-სიხშირე 1845-დან 1905 მეგაჰერცამდე გაიზრდება. GDDR6 სტანდარტის ვიდეო მეხსიერების მოცულობა 4 ან 8 გბ იქნება ვერსიების შესაბამისად და მისი ეტალონური სიხშირეა 1750 მჰც. 

image.jpeg 

დამატებითი კვების კონექტორების გარჩევა ფოტოებზე რთულია, თუმცა სავარაუდოდ Radeon RX 5500 XT Gaming X-საც ექნება ერთადერთი 8-პინიანი კონექტორი. ამ ვიდეო ბარათზეც ხელმისაწვდომი იქნება სამი DisplayPort და ერთი HDMI. ახალი ვიდეო ბარათების ფასი ჯერჯერობით არ სახელდება, ამის შესახებ დიდი ალბათობით ცნობილი გახდება დღეს, 12 დეკემბერს ოფიციალური ანონსის ფარგლებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.