Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარმოადგინა კრიპტოვალუტების პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა კიდევ რვა ფიატური ვალუტისთვის. 

ბირჟამ დაამატა შემდეგი ვალუტები: 

  • ვიეტნამური დონგი (VND); 

  • ინდოეზიური რუპია (IDR); 

  • ნიგერიული ნაირი (NGN); 

  • კოლუმბიური პესო (COP); 

  • ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (GBP); 

  • მექსიკური პესო (MXN); 

  • კანადური დოლარი (CAD); 

  • არგენტინული პესო (ARS). 

მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების საერთო რიცხვმა უკვე თექვსმეტი შეადგინა, მათ შორისაა ამერიკული დოლარი, ევრო, ჩინური იუანი, უკრაინული გრივნა და ა.შ. 

ძველად Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში იქნება მსოფლიოს ყველა ფიატურ ვალუტასთან ინტეგრაცია. ნოემბერში ბირჟას ევროს მხარდაჭერა დაემატა. იმავე თვეში Binance-მა შეიძინა ინდური კრიპტო ბირჟა WazirX, რაც განპირობებული იყო მიზნით - დანერგილიყო კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა ინდური რუპიით. 

სულ ახლახანს მედიის საშუალებით აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Binance-ის გეგმაშია მოახდინოს ლიხტენშტეინში დარეგისტრირებული გაბანკროტებული Union Bank-ის ინვესტირება. Binance-ის ფინანსური დირექტორი ამ ინფორმაციას არასანდოდ მიიჩნევს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.