Magdalena Posted December 9, 2019 Posted December 9, 2019 Bitcoin-ბირჟა Binance-მა წარმოადგინა კრიპტოვალუტების პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა კიდევ რვა ფიატური ვალუტისთვის. ბირჟამ დაამატა შემდეგი ვალუტები: ვიეტნამური დონგი (VND); ინდონეზიური რუპია (IDR); ნიგერიული ნაირი (NGN); კოლუმბიური პესო (COP); ბრიტანული ფუნტი სტერლინგი (GBP); მექსიკური პესო (MXN); კანადური დოლარი (CAD); არგენტინული პესო (ARS). მხარდაჭერილი ფიატური ვალუტების საერთო რიცხვმა უკვე თექვსმეტი შეადგინა, მათ შორისაა ამერიკული დოლარი, ევრო, ჩინური იუანი, უკრაინული გრივნა და ა.შ. ძველად Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ ბირჟის მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში იქნება მსოფლიოს ყველა ფიატურ ვალუტასთან ინტეგრაცია. ნოემბერში ბირჟას ევროს მხარდაჭერა დაემატა. იმავე თვეში Binance-მა შეიძინა ინდური კრიპტო ბირჟა WazirX, რაც განპირობებული იყო მიზნით - დანერგილიყო კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვა ინდური რუპიით. სულ ახლახანს მედიის საშუალებით აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ Binance-ის გეგმაშია მოახდინოს ლიხტენშტეინში დარეგისტრირებული გაბანკროტებული Union Bank-ის ინვესტირება. Binance-ის ფინანსური დირექტორი ამ ინფორმაციას არასანდოდ მიიჩნევს. https://forklog.com/binance-rasshirila-spisok-podderzhivaemyh-fiatnyh-valyut/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.