Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭენ ელექტრომობილები, რომლებიც ბენზინის ნაცვლად ელექტროენერგიის მოხმარების წყალობით არ აბინძურებენ გარემოს. ამ დრომდე ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს შორის ყველაზე პოპულარული გახლდათ ჩინური კომპანია BYD, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილებსაც ყიდის. ამჯერად კი ელექტრომობილების ბაზარზე ახალი ლიდერი გამოჩნდა. ეს გახლავთ ყველასთვის კარგად ნაცნობი კომპანია Tesla - ილონ მასკის ხელმძღვანელობით. 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიის მიერ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა უზარმაზარია, Tesla-მ მაინც შეძლო მისთვის გადაესწრო მხოლოდ სამი მოდელის გამოშვებით, რომლებმაც მოკლე დროში ყველას დაამახსოვრეს თავი. ესენია Model X, Model S და Model 3. ბოლო პერიოდში ამ ორ კომპანიას შორის აქტიური კონკურენცია შეინიშნებოდა და მიუხედავად უორენ ბაფეტის მიერ BYD-ში ჩადებულია დიდი ინვესტიციისა, Tesla წამიაც არ ჩამორჩენია ჩინელებს. 

image.png 

ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა ორივე კომპანიის გაყიდვების გრაფიკი 2014-დან 2019 წლამდე. გრაფიკის თანახმად მიმდინარე წლის ოქტომბერში Tesla-მ გამოუშვა 807 954 ელექტრომობილი, BYD კი მცირედით ჩამორჩა: მის მიერ გამოშვებული ელექტრო მანქანების რაოდენობამ 787 150 შეადგინა. შეგახსენებთ, რომ როდესაც ილონ მასკს ჰკითხეს, როგორ აპირებს კონკურენტებთან ბრძოლას, მან საპასუხოდ მხოლოდ გაიცინა. როგორც ჩანს, Tesla-ს კიდევ უფრო სერიოზული სამომავლო გეგმები აქვს, რაც კომპანიას მეტად პოპულარულად აქცევს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.