Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

უახლოესი ათწლეული შესაძლოა გარღვევების პერიოდი აღმჩნდეს კრიპტოვალუტებში, რადგანაც არსებული ფიატური სისტემა არ გამოიყურება საიმედოდ - თვლის Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი ჯიმ რეიდი. 

ბანკის ანალიტიკურ ანგარიშში რეიდმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრივი ვალუტის საიმედოობისა და გამძეობის შესახებ ეჭვი გამოიწვევს კრიპტოვალუტების პოპულარობის ზრდას. 

„ძალები, რომლებიც აკავებდა არსებულ ფიატურ სისტემას, ამჟამად მყიფედ გამოიყურება და შესაძლოა დაემხოს 2020-იან წლებში. ეს გამოიწვევს ნეგატიურ რეაქციებს ფიატურ ფულზე და მოხოვნა ისეთ ალტერნატიულ ვალუტაზე, როგორებიცაა ოქრო და კრიპტოვალუტა, შესაძოა გაიზარდოს“. - განაცხადა მან. 

რეიდმა გაიხსენა უკონტროლო ინფლაცია და ოქროს ფასის ვარდნა, რაც 1970-იან წლებში მოხდა ძვირფასი ლითონის მიერ მხარდაჭერილი ფულადი სისტემის დანგრევის შემდეგ. 

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკები გაუმკლავდნენ გლობალურ ინფლაციას. ჩინეთი გახდა მთავარი შემაკავებელი ფაქტორი ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში სამუშაო ძალის მიწოდების მნიშვნელოვანი ზრდის გამო. 

მაგრამ ეს ვითარება სრულდება, რადგანაც შრომითუნარიანი ასაკის მოსახლეობის პიკი ქვეყანამ გაიარა წინა ათწლეულში - აღნიშნა მან. 

ამან შეიძება გამოიწვიოს ის, რომ ქვეყნების ხელისუფლებები დაიწყებენ სესხის ზრდას, ბიუჯეტის ხარჯის მატებასა და მონეტარული პოლიტიკის უგულვებელყოფას, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალისა და აქტივების მფლობელებს, მაგრამ არა შრომას. 

”როდესაც სამუშაო ძალაზე ხარჯები გაიზრდება, პოლიტიკოსებისთვის რთული პირობები დადგება. და სადაც პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან არჩევნებით, მსხვერპლი დიდი ალბათობით ინფლაცია იქნება ”- თქვა მან.  

ინფლაციის მუდმივი ზრდა გამოიწვევს სახელმწიფოებრივი ფულადი სისტემის მდგრადობის მიმართ ეჭვს და გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ვალუტაზე. 

„გადაურჩება თუ ვერა ფიატური ვალუტა ხელისუფლების წინაშე მდგარ პოლიტიკურ დილემას? ეს არის ათწლეულების ტრილიონობით დოლარიანი კითხვა  - განაცხადა ანალიტიკოსმა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.