Jump to content

Recommended Posts

Posted

ყოველწლიურ ტექნოლოგიურ კონფერენცია Credit Suisse-ზე შედგა კომპანია NVIDIA-ს წარმომადგენლების გამოსვლა, რომლის ფარგლებში პასუხები გაეცა ჟურნალისტების კითხვებს. როგორც გაირკვა, მიუხედავად იმისა, რომ RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ძვირადღირებული ვიდეო ბარათები ბიუჯეტურ მოდელებთან შედარებით გაცილებით ცუდად იყიდება, სწორედ მათ მოუტანეს 2019 წელს კომპანიას წლიური შემოსავლის ¾. 

image.png 

კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის კმაყოფილია გაყიდვებითა და კომპანიის საბაზრო წილით, თუმცა მიიჩნევს, რომ ზრდისთვის კიდევ დარჩენილია შესაძლებლობები. NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა თქვა, რომ მომავალში RayTracing უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ტექნოლოგია გამოჩნდება მომდევნო თაობის კონსოლებში, შემდეგ კი - მასობრივ სეგმენტში. 

წარმომადგენლების განცხადებით იმისთვის, რომ მომხმარებლებმა RayTracing ტექნოლოგიის მთელი უპირატესობა მიიღონ, საკმარისი იქნება 100 დოლარის გადახდა. აქედან გამომდინარე, როგორ ჩანს, კომპანიამ არაორაზროვნად მიგვანიშნა, რომ შესაძლებელია გამოვიდეს ვიდეო ბარათები ამ ფასად ზემოხსენებული ტექნოლოგიით. სავარაუდოდ, NVIDIA მომავალში გამოუშვებს ყველაზე ბიუჯეტური სექტორის  RTX ვიდეო ბარათებს, აგრეთვე მობილურ მოდელებს რამდენიმე ლეპტოპისა და ულტრაბუკისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.