Jump to content

Recommended Posts

Posted

როდესაც უსაფრთხოების რეიტინგი მავარ კრიტერიუმს წარმოადგენს, ავტომობილის შეძენისას ნამდვილად ღირს ელექტრომობილების ვარიანტი განვიხილოთ. Tesla Model X-მა მცირე ხნის წინ ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი მიიღო ახალი ავტომობილების ევროპული სტანდარტის შეფასების პროგრამით (Euro NCAP), რითაც გაამყარა უკვე არსებული მაღალი შეფასება, რომელიც ძველად მინიჭებული ჰქონდა აშშ-ის სატრანსპორტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მიერ. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ Porsche Taycan ერთ-ერთი მოწინავე ელექტრომობილია Tesla-ს კონკურენტებს შორის და მანაც ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო. კომპანია Tesla-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უსაფრთხოების ტესტირებებში, ამიტომ მისი უახლსი მიღწევები დიდ მოულოდნელობას არ წარმოადგენს. 

ავტომობილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში Tesla-მ მიიღო 94%-იანი  რეიტინგი - ასეთივე მაჩვენებელი მიიღო მიმდინარე წელს Model 3-მა. ელექტრომობილმა აგრეთვე მოიპოვა შთამბეჭდავი 98 პროცენტი მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის შემოწმებაში, რისი წყალობიაც იგი ძლიერი პრეტენდენტია თავის კლასში 2019 წლის საუკეთესო სატრანსპორტო საშუალების წოდების მიღებაში. წლის ბოლოს გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ ვერა Tesla პირველ ადგილს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.