Magdalena Posted December 4, 2019 Posted December 4, 2019 GeForce GTX 1650 SUPER ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია იყიდება, Palit-მა კი გადაწყვიტა გამოკვეთოს ამ მოდელის საკუთარი პროდუქტების უპირატესობა. ამ დროისთვის StormX-სერიაში შესულია GeForce GTX 1650 SUPER-ის ორი ვერსია: სტანდარტული მოდელი მუშაობს 1530/1725/12000 მჰც სიხშირეზე, აჩქარებული კი - 1530/1770/12000 მჰც-ზე. ორივე ვიდეო ბართს აქვს 1280 ნაკადური პროცესორი და GDDR6 ტიპის 4 გბ მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. ბარათის გაბარიტებია 168 х 122 х 40 მმ, რისი წყალობითაც Palit StormX სერიის ვიდეო ბარათების განთავსება შესაძლებელია mini-ITX ფორმ-ფაქტორის კორპუსებში. ბარათს ერთადერთი, 100-მილიმეტრიანი ქულერი აქვს, რომელიც გაგრილებას უზრუნველყოფს ზედმეტი ხმაურის გარეშე. კვების ბლოკის რეკომენდირებული სიმძლავრე 350 ვატია, რომელსაც ვიდეო ბარათი უკავშირდება ერთადერთი 6-პინიანი კონექტორით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 100 ვატია, სისტემურ ბლოკში იგი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ვიდეო ბარათის უკანა პანელზე განთავსებულია პორტები - Dual-Link DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4a. სტანდარტული ვერსიის ბარათის ფასი დაახლოებით 203 აშშ დოლარია, აჩქარებულისა კი - 208 აშშ დოლარი. https://overclockers.ru/hardnews/show/100590/palit-vyvodit-na-rynok-videokarty-geforce-gtx-1650-super-v-ispolnenii-mini-itx Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.