Jump to content

Recommended Posts

Posted

GeForce GTX 1650 SUPER ვიდეო ბარათები უკვე დიდი ხანია იყიდება, Palit-მა კი გადაწყვიტა გამოკვეთოს ამ მოდელის საკუთარი პროდუქტების უპირატესობა. ამ დროისთვის StormX-სერიაში შესულია GeForce GTX 1650 SUPER-ის ორი ვერსია: სტანდარტული მოდელი მუშაობს 1530/1725/12000 მჰც სიხშირეზე, აჩქარებული კი -  1530/1770/12000 მჰც-ზე. ორივე ვიდეო ბართს აქვს 1280 ნაკადური პროცესორი და GDDR6 ტიპის 4 გბ მეხსიერება 128-ბიტიანი სალტით. 

image.jpeg 

ბარათის გაბარიტებია 168 х 122 х 40 მმ, რისი წყალობითაც Palit StormX სერიის ვიდეო ბარათების განავსება შესაძლებელია mini-ITX ფორმ-ფაქტორის კორპუსებში. ბარათს ერთადერთი, 100-მილიმეტრიანი ქულერი აქვს, რომელიც გაგრილბას უზრუნველყოფს ზედმეტი ხმაურის გარეშე. 

image.jpeg 

კვების ბლოკის რეკომენდირებული სიმძლავრე 350 ვატია, რომელსაც ვიდეო ბარათი უკავშირდება ერთადერთი 6-პინიანი კონექტორით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 100 ვატია, სისტემურ ბლოკში იგი იკავებს გაფართოების ორ სლოტს. ვიდეო ბარათის უკანა პანელზე განთავსებულია პორტები - Dual-Link DVI-D, HDMI 2.0b და DisplayPort 1.4a. სტანდარტული ვერსიის ბარათის ფასი დაახლოები 203 აშშ დოლარია, აჩქარებულისა კი - 208 აშშ დოლარი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.