Magdalena Posted December 4, 2019 Posted December 4, 2019 კორპორაცია Intel ამზადებს Austin Beach სერიის მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებს, რომლებიც ქულერების გარეშე იქნება წარმოდგენილი. ნეტტოპს საფუძვლად უდევს პლატფორმა Whiskey Lake-U. მაქსიმალური კონფიგურაციის მოდელში გამოყენებულია პროცესორი Intel Core i7-8665U. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ გამომთვლელ ბირთვს, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად ინსტრუქციის რვა ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.8-ს. პროცესორის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD 620. მოწყობილობა აღჭურვილია პასიური გაგრილების სისტემით. გაგრილებას უზრუნველყოფს ლითონის კორპუსზე ინტეგრირებული რადიატორი. LPDDR3 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს. დაშვებულია ორი M.2 2280 ტიპის დისკის დაყენება PCIe ან SATA ინტერფეისით. კომპიუტერის გაბარიტები შეადგენს 254 × 152 × 36 მმ-ს. ხელმისაწვდომ ინტერფეისებს შორისაა პორტები - HDMI 2.0a, Gigabit Ethernet, USB 3.1 Gen 2 Type-A და USB 2.0 Type-A. Intel Austin Beach სერიის მოწყობილობების ბაზარზე გამოსვლის თარიღისა და საორიენტაციო ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://3dnews.ru/998856
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now