Jump to content

Recommended Posts

Posted

Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმმა (Oliver Blume) ისაუბრა ბრენდის სამომავლო გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ავტომობილების ელექტრიფიცირებასთან. 

შეგახსენებთ, რომ Porsche-ს პირველი მთლიანად ელექტრო ავტომობილი გახლავთ ოთხკარიანი კუპე Taycan. იგი აღჭურვილია სინქრონული ელექტროძრავითა და მაღალეფექტური ბატარეებით, რომელთაც საფუძვლად უდევ 800-ვოლტიანი ტექნოლოგია. გამოყენებულია ავტომატური ორფაზიანი ტრანსმისია: პირველი „მოკლე“ გადაცემა საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მძლავრი და სწრაფი აჩქარება სტარტისას, მეორე „გრძელი“ გადაცემა კი გარანტირებს აუცილებელ მარაგებს მოძრაობისას მაღალი სიჩქარის განვითარებისთვის. 

image.jpeg 

ბლუმის თქმით, სამომავლოდ მთლიანად ელექტრიზებული მოდელები გამოვა Porsche-ს ავტომობილების ყველა თაობაში. ესენია ქროსოვერის, ორკარიანი სპორტული მანქანებისა და სედანის ტიპის მოდელები. 

image.jpeg 

2021 წელს შედგება კომპაქტური ელექტრო ქროსოვერ Macan-ის დებიუტი. გარდა ამისა, განიხილება ისეთი ელექტრომობილების წარმოება, რომლებიც მოგვევლინება 718 Cayman-ისა და 718 Boxster-ის „შთამომავლებად“. ამგვარი ელექტრომობილები დღის სინათლეს 2024 წლისთვის იხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ Porsche შედის Volkswagen Group-ის შემადგენლობაში. ეს კონცერნი დიდ ყურადღებას უთმობს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს. 2022 წლის ბოლოსთვის Volkswagen აპირებს მსოფლიოს სამი ათეული სხვადასხვა ელექტრომობილი წარუდგინოს. 2025 წელს კი გეგმის თანახმად კომპანიის ელექტრომობილების ყოველწლიურ გაყიდვების მოცულობამ 1 მილიონს უნდა გადააჭარბოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.