Jump to content

Recommended Posts

Posted

რეგულარულად ვიგებთ ამბებს ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რომელთაც შეძლეს განვიარება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მას უამრავ სფეროში იყენებენ: ვიაც ქმნის საკუთარ აპლიკაციებ და ახდენს უკვე არსებულის გაუმჯობესებას; ზოგიც გართობის მიზნით ასწავლის ხელოვნურ ინტელექტს ახალ შესაძლებლობებს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ტექნოლოგია დესდღეობით განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლია ყველა შესაძლებლობისა და პოტენციალის სრულად გამოვლენა. ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებით უამრავი მეცნიერია დაკავებული, თუმცა რევოლუციური გარღვევები ჯერ ვერ ხერხდება. 

image.png 

ხელოვნური ინტელექტის განვიარების ყველაზე სწრაფ მეთოდზე ისაუბრა ბილ გეითსმა. მისი თქმით ტექნოლოგია ამჟამად კვლევის ჩაკეტილ წრეში იმყოფება, რომელში მოხვედრაც რიგით პირებისთვის (ტექნოლოგიისა და ელექტრონიკის მოყვარულებთვის) მეტად რთულია. სწორედ ამ ფაქტს მიიჩნევს გეითსი თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის პრობლემად. იგი თვლის: იმისათვის, რომ ტექნოლოგიამ მიაღწიოს მაქსიმალურ განვიარებას, უნდა მიეცეთ ნებართვა მკვლევარებსა და მეცნიერებს - გაუზიარონ თავიანთი მიღწევები ნებისმიერ მსურველს. 

image.jpeg 

ვითარების უკეთ განსამარტავად გეითსს მაგალიად მოჰყავს დღეს არსებული სიტუაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის. ორივე ქვეყანას შეუძლია წინ წავიდეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხში, თუმცა მიღწვების გაზიარებას არც ერთი თანხმდება. იმისთვის, რომ შედეგები ღირებული იყოს, ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა და არა უთანხმოებები, რაც ხელს უშლის განვითარებას. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.