Magdalena Posted November 27, 2019 Posted November 27, 2019 კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა MatePad Pro - Android-ის ბაზაზე არსებული ყველაზე მძლავრი პლანშეტი ბაზარზე არსებულ მოწყობილობათა შორის. მოწყობილობა აღჭურვილია საფირმო პროცესორით Kirin 990. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი (ოთხი Cortex-A76 და ოთხიც Cortex-A55), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G76 და ნეიროპროცესორის მოდული. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მოდიფიკაციის მიხედვით შეადგენს 6 ან 8 გიგაბაიტს. დისპლეის მატრიცა დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, ზომით 10.8-დუიმიანია დიაგონალზე და გაფართოებაა Quad HD+ (2560 × 1600 პიქსელი). უჩარჩოო დიზაინის წყალობით პანელი იკავებს კორპუსის ფრონტალური ნაწილის 90%-ს. ეკრანზე მოცემულია მცირე ზომის ჭრილი: მასში განთავსებულია ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური, f/2,0 დიაფრაგმით. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,8 მაქსიმალური დიაფრაგმით. პლანშეტთან ერთად კომპლექტში შედის სტილუსი M-Pencil, რომელსაც გააჩნია დაჭერის 4096 დონის ამოცნობის შესაძლებლობა. სტილუსის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ თავად პლანშეტის ბატარეიდან. გაჯეტი წარმოდგენილია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერებით, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა GPS-ის მიმღებითა და 521 გიგაბაიტამდე მოცულობის ფლეშ-მეხსიერებით. შესაძლებელია მონაცემთა სანახი სივრცის გაფართოება nanoSD ბარათის მეშვეობით. პლანშეტის გაბარიტებია 159 × 246 × 7.2 მმ, წონა - 460 გრამი. კვებას უზრუნველყოფს მძლავრი, 7250 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქციაც აქვს. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 10 + EMUI 10. მხოლოდ Wi-Fi-ს მხარდაჭერის მქონე MatePad Pro-ს ფასი იწყება 470 აშშ დოლარიდან, 4G/LTE მოდემის მქონე მოდიფიკაციისა კი - 540 აშშ დოლარიდან. მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა MatePad Pro 5G ვერსია, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. https://3dnews.ru/998384 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now