Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა MatePad Pro - Android-ის ბაზაზე არსებული ყველაზე მძლავრი პლანშეტი ბაზარზე არსებულ მოწყობილობათა შორის. 

image.jpeg 

მოწყობილობა აღჭურვილია საფირმო პროცესორით Kirin 990. ჩიპში გაერთიანებულია რვა ბირთვი (ოთხი Cortex-A76 და ოთხიც Cortex-A55), გრაფიკული ამაჩქარებელი Mali-G76 და  ნეიროპროცესორის მოდული. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მოდიფიკაციის მიხედვით შეადგენს 6 ან 8 გიგაბაიტს.  

დისპლეის მატრიცა დამზადებულია IPS ტექნოლოგიით, ზომით 10.8-დუიმიანია დიაგონალზე და გაფართოებაა Quad HD+ (2560 × 1600 პიქსელი). უჩარჩოო დიზაინის წყალობით პანელი იკავებს კორპუსის ფრონტალური ნაწილის 90%-ს. 

ეკრანზე მოცემულია მცირე ზომის ჭრილი: მასში განთავსებულია ფრონტალური 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაქსიმალური, f/2,0 დიაფრაგმით. კორპუსის უკანა პანელზე განავსებულია 13-მეგაპიქსელიანი კამერა f/1,8 მაქსიმალური დიფრაგმით. 

image.jpeg 

პლანშეტთან ერთად კომპლექტში შედის სტილუ M-Pencil, რომელსაც გააჩნია დაჭერის 4096 დონის ამოცნობის შესაძლებლობა. სტილუსის დატენვა შესაძლებელია უსადენოდ თავად პლანშეტის ბატარეიდან. 

გაჯეტი წარმოდგენილია Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერებით, თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა GPS-ის მიმებითა და 521 გიგაბაიტამდე მოცულობის ფლეშ-მეხსიერებით. შესაძლებელია მონაცემთა სანახი სივრცის გაფართოება nanoSD ბარათის მეშვეობით. 

image.jpeg 

პლანშეტის გაბარიტებია 159 × 246 × 7.2 მმ, წონა - 460 გრამი. კვებას უზრუნველყოფს მძლავრი, 7250 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელსაც სწრაფი დატენვის ფუნქციაც აქვს. პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Android 10 + EMUI 10. 

მხოლოდ Wi-Fi-ს  მხარდაჭერის მქონე MatePad Pro-ს ფასი იწყება 470  აშშ დოლარიდან, 4G/LTE მოდემის მქონე მოდიფიკაციისა კი - 540 აშშ დოლარიდან. მომდევნო წლის დასაწყისში გამოვა MatePad Pro 5G ვერსია, რომელსაც მეხუე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა ექნება. 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.