Jump to content

Recommended Posts

Posted

კრიპტოანალიტიკოსი Willy Woo აღნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად Bitcoin-ის ჰალვინგი ახლოვდება დათვური ტენდენციის დროს. 

ჰალვინგი არასდროს მოახლოებულა დათვური ტრენდის ფონზე. მაინერები უკვე კაპიტულაციას აცხადებენ და ზრდიან გაყიდვების მოცულობას. ისტორიულად ჩვენ გავიარეთ ისეთი მოვლენები, როდესაც მაინერები უკან იხევდნენ მხოლოდ ჰალვინგის შემდეგ, როდესაც მათი შემოსავლები იკლებდა. ეს უნიკალური გადანაწილებაა“ - განაცხადა მკვლევარმა. 

Woo-მ განმარტა, რომ ფასების შემცირებისთანავე დაბალი ეფექტურობის მქონე მაინერები ბაზარს ავიწროებენ. მსგავსი რამ ხდებოდა Bitcoin-ის ფასის 6000-ან 3000 აშშ დოლარამდე ვარდნის ფონზე, როდესაც დათვურმა ბაზარმა ფსკერს მიაღწია 2018 წლის ბოლოსთვის. 

ანალიტიკოსმა დაამატა, რომ ბევრი პროგნოზირებს ფასის მნიშვნელოვან აღმასვლას ჰალვინგამდე ექვსი თვით ადრე, თუმცა არ ითვალისწინებენ ბაზარზე არსებულ განწყობას. 

„მე ველი არასტაბილურობის დონის შესამჩნევ ზრდას. ერთადერთს ვიტყვი: მოკლევადიანი პროგნოზი დათვურია და არ ელოდოთ, რომ ფასის დინამიკა ისეთივე იქნება, როგორც წინა ჰალვინგების შემთხვევაში იყო“. 

Woo-ს მიდგომა გაიზიარა კრიპტოანალიტიკოსმა Cole Garner-მა და ხაზი გაუსვა, რომ „სირთულის ხაზები“ გადაკვეთის ზღვარზეა. 

მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა 2018 წლის ბოლოს 6000-დოლარიანი მხარდაჭერის გარღვევამდე. 

image.jpeg 

საინტერესო აზრი გამოთქვა Crypto Dog-მაც. იგი მიიჩნევს, რომ უმსხვილესი გამყიდველი მაინერები დაინტერესებულნი არიან დაბალი ფასის შენარჩუნებით, რადგანაც ეს მათ საშუალებას აძლევს - შეავიწროონ მცირე მოთამაშეები. 

გარკვეული პერიოდის წინ კრიპტობირჟა BTCC-ის ექს-ხელმძღვანელი ბობი ლი ვარაუდობდა, რომ 2028 წლისთვის Bitcoin-ის ფასი 5500 ათასდოლარიან ნიშნულს მიაღწევდა. მისი აზრით, ფასის ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი იქნებოდა სამომავლო ჰალვინგი, რომელიც შეამცირებდა უმსხვილესი კრიპტოვალუტის წლიური ინფლაციის დონეს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.