Jump to content

Recommended Posts

Posted

სულ მცირე ხნის წინ გამოვიდა თამაში Death Stranding, რომელმაც დაუჯერებელი ხმაური გამოიწვია გამოჩენამდე დიდი ხნით ადრევე. რაღა თქმა უნდა, ამგვარი ტრიუმფის შემდეგ თამაშების დიზაინერმა გადაწყვიტა არ შეჩერდეს უკვე მიღწეულზე, არამედ შექმნას ახალი შედევრები და ყოველ ჯერზე გააოგნოს მომხმარებლები თავისი ქმნილებებით. 

image.jpeg 

დღევანდლამდე ჯერ არავისთვის იყო ცნობილი, რას გვიმზადებს კოძიმა ამჯერად. გეიმერების საბედნიეროდ, მან დუმილი დიდხანს არ შეინარჩუნა და გაამხილა სამომავლო ჰორორის საიდუმლო. დიახ, ეს ნამდვილად ჰორორი იქნება. საკუთარ სოციალურ ქსელში კოძიმამ გამოაქვეყნა შეტყობინა იმის შესახებ, რომ იგი უკვე გეგმავს ნახოს რამდენიმე საშინელებათა ჟანრის ფილმი, რათა მიიღოს შთაგონების საჭირო დოზა: კოძიმა აპირებს შექმნას კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვიდეო. 

image.jpeg 

აგრეთვე გვინდა მოგიყვეთ მცირე ხნის წინ ჟურნალისტების წრეში გაჟღერებული ცნობის შესახებ. პირველწყაროს ინფორმაციით, კოძიმას წინა თამაშ Silent Hills-ში, რომლის გამოშვებაც გადაიდო, ჩაფიქრებული იყო, რომ თამაში გეიმერებს შეაშინებდა არა მარტო თამაშის პროცესში, არამედ მის გარეთაც. სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ წყარო აცხადებს, რომ გეიმერებს პერსონაჟებისგან საშიში შეტყობინებები მიუვიდოდათ ელექტრონულ ფოსტაზე. სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს - ჯერჯერობით უცნობია. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.