Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Ampere Computing, რომელიც ქმნის სერვერულ ARM-პროცესორებს მონაცემთა დამუშავების ქლაუდ-ცენტრებისთვის, გამოსაშვებად ამზადებს თავისი CPU-ების მეორე თაობას. ამის შესახებ რესურს DataCenter Knowledge-ს ინტერვიუში განუცხადა Ampere-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Wittich-მა. 

image.jpeg 

მზადებაში მყოფი ფლაგმანური 64-ბიტიანი CPU Ampere იწარმოება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოდგენილი იქნება 80 გამომთვლელი ბირთვით. ეს რაოდენობა მეტია როგორც Intel-ისა და AMD-ის აქტუალურ პროცესორებზე, ასევე უმეტეს ARM-პროცესორზე. 

აღსანიშნავია, რომ Ampere-ის ახალი CPU ფასითა და წარმადობით კონკურენციას გაუწევს  ნებისმიერ სერვერულ პროცესორს, მათ შორის X86-ს. ძველად ამგვარ პროცესორებს არ გააჩნდა საკმარისი წარმადობა, რათა დაეკმაყოფილებინა ქლაუდ-სერვისების მომწოდებელთა მოთხოვნებ. 

ამჟამად კი ARMv8 არქიტექტურის, წამყვანი ტექნოპროცესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახ პროცესორებს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის საჭირო დონე. აღნიშნულია, რომ წინა სერვერული ARM-პროცესორები ისეთ დროს გამოჩნდა, რომ მეტისმეტად ადრე იყო იმისათვის - Intel-ისა და სხვა კომპანიებისთვის გაეწიათ კონკურენცია. ამჟამინდელ პროცესორებს კი სავსებით თავისუფლად შეუძლიათ მთელ რიგ დავალებებში ტრადიციული ჩიპებისთვის კონკურენციის გაწევა. 

image.jpeg 

აქტუალური 32-ბირთვიანი პროცესორი Ampere eMAG 

ერთი მხრივ, ქლაუდ-სერვისების პროვაიდერებს ამჟამად სჭირდებათ რაც შეიძება მეტი ბირთვი, მეორე მხრივ კი ის, რომ სისტემა მაქსიმალურად ენერგოეფექტური იყოს. ამ ორივე პირობას სავსებით აკმაყოფილებ Ampere-ის გადაწყვეტილებები. მეორე თაობის ჩიპები წარმოდგენილი იქნება 80 ბირთვით და შეძლებენ იმუშაონ ერთ ან ორ პროცესორთან კონფიგურაციაში, მათი ენერგომოხმარების დიაპაზონი კი იქნება 45-დან 200 ვატამდე. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.