Magdalena Posted November 26, 2019 Posted November 26, 2019 კომპანია Ampere Computing, რომელიც ქმნის სერვერულ ARM-პროცესორებს მონაცემთა დამუშავების ქლაუდ-ცენტრებისთვის, გამოსაშვებად ამზადებს თავისი CPU-ების მეორე თაობას. ამის შესახებ რესურს DataCenter Knowledge-ს ინტერვიუში განუცხადა Ampere-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Jeff Wittich-მა. მზადებაში მყოფი ფლაგმანური 64-ბიტიანი CPU Ampere იწარმოება TSMC-ის 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და წარმოდგენილი იქნება 80 გამომთვლელი ბირთვით. ეს რაოდენობა მეტია როგორც Intel-ისა და AMD-ის აქტუალურ პროცესორებზე, ასევე უმეტეს ARM-პროცესორზე. აღსანიშნავია, რომ Ampere-ის ახალი CPU ფასითა და წარმადობით კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ სერვერულ პროცესორს, მათ შორის X86-ს. ძველად ამგვარ პროცესორებს არ გააჩნდა საკმარისი წარმადობა, რათა დაეკმაყოფილებინა ქლაუდ-სერვისების მომწოდებელთა მოთხოვნები. ამჟამად კი ARMv8 არქიტექტურის, წამყვანი ტექნოპროცესისა და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ახალ პროცესორებს შეუძლია უზრუნველყოს წარმადობის საჭირო დონე. აღნიშნულია, რომ წინა სერვერული ARM-პროცესორები ისეთ დროს გამოჩნდა, რომ მეტისმეტად ადრე იყო იმისათვის - Intel-ისა და სხვა კომპანიებისთვის გაეწიათ კონკურენცია. ამჟამინდელ პროცესორებს კი სავსებით თავისუფლად შეუძლიათ მთელ რიგ დავალებებში ტრადიციული ჩიპებისთვის კონკურენციის გაწევა. აქტუალური 32-ბირთვიანი პროცესორი Ampere eMAG ერთი მხრივ, ქლაუდ-სერვისების პროვაიდერებს ამჟამად სჭირდებათ რაც შეიძლება მეტი ბირთვი, მეორე მხრივ კი ის, რომ სისტემა მაქსიმალურად ენერგოეფექტური იყოს. ამ ორივე პირობას სავსებით აკმაყოფილებს Ampere-ის გადაწყვეტილებები. მეორე თაობის ჩიპები წარმოდგენილი იქნება 80 ბირთვით და შეძლებენ იმუშაონ ერთ ან ორ პროცესორთან კონფიგურაციაში, მათი ენერგომოხმარების დიაპაზონი კი იქნება 45-დან 200 ვატამდე. https://servernews.ru/998355 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.