Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა წარადგინა ახალი ელექტრომობილი: პიკაპი, სახელად Cybertruck, რომლის შესახებ წინასწარი ცნობები დიდი ხნის მანძილზე ვრცელდებოდა. 

image.jpeg 

მანქანას კუთხოვანი დიზაინი აქვს, ამიტომ მეტად უჩვეულოდ გამოიყურება. Cybertruck-ის საფუძველს წარმოადგენს სპეციალურად დაპროექტებული „ეგზოჩონჩხი“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივმოქმედებას, გამძლეობასა და მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მაღალ დონეს. კონსტრუქციაში გამოყენებულია უჟანგავი ფოლადი. 

image.jpeg 

მომხმარებლებისთვის შემოავაზებულია პიკაპის სამი ვერსია. უმცროს, საბაზისო მოდელში გამოყენებულია მხოლოდ ერთი ელექტრო ძრავი, რომელიც განავსებულია უკანა ღერძზე. 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვიარებისთვის დაახლოები 6.5 წამია საჭირო, ერთ სრულ დამუხტვაზე ელექტრო პიკაპის გავლის მარაგი კი შეადგენს 400 კილომეტრს. ელექტრომობილს შეუძლია ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით გადაიტანოს 3.4 ტონამდე ტვირთი. პიკაპის ფასი 39 900 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

ერთი საფეხურით მაღლა მდგომი მოდელი გახლავთ ელექტრომობილის ვერსია ორი ძრავით. ამ პიკაპს შეუძლია 4.5 წამში 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება, გავლის მარაგი კი 480 კილომეტრზე მეტია, შეუძია 4.5 ტონა ტვირთის გადატანა. ეს მოდელი 49 900 აშშ დოლარი ღირს. 

image.jpeg 

და ბოლოს, უფროსი ვერსია სამი ელექტრო ძრავითაა წარმოდგენილი. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის მას 2,9 წამი სჭირდება, აკუმულატორი უზრუნველყოფს 800 კილომეტრამდე მანძილის გავლას ერთ დამუხტვაზე. პიკაპს შეუძლია გადააადგილოს 6.4 ტონამდე ტვირთი. ამ ვერსიის ფასი 69 900 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

image.jpeg 

სამივე მოდიფიკაციისთვის გათვალისწინებულია ადაპტირებული პნევმატური განათება. პიკაპი აღჭურვილია ავტოპილოტირების სისტემით, თუმცა სრულფასოვანი ვერსიისთვის, ე.წ. Full-Self Driving-ისთვის კიდევ 7 ათასი დოლარის გადახდა იქნება საჭირო. 

image.jpeg 

სალონში, როგორც ცნობილია, კომფორტულად განთავსდება ექვსი ადამიანი. ბორტის საინფორმაციო-გასართობი ცენტრი წარმოდგენილია დიდი, 17-დუიმიანი დისპლეით. 

ელექტროპიკაპზე შეკვეთის გაფორმება უკვე შესაძლებელია, მისი წარმოების დაწყება 2021 წლიდან არის დაგეგმილი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.